პრემიერისთვის ბელუჩიმ არჩევანი საყვარელ ფერზე, შავზე გააკეთა. ის ბრწყინავდა კლასიკურ შავ კაბაში, რომელსაც ულამაზესი ხელჩანთა შეუხამა. ჩაცმულობას კი განსაკუთრებით ამშვენებდა უძვირფასესი სამკაული.
ბელუჩის სტილი მის გულშემატკივრებში ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. მსახიობი არასდროს ერიდება გლამურს და ძვირად ღირებულ სამკაულებს დახვეწილ და ელეგანტურ სამოსს უხამებს.
