სიახლე

პედაგოგის ინფორმაციით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა

პედაგოგის ინფორმაციით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა
გორის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგის, მერი მამისთვალოვის განცხადებით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 33 წლის მამაკაცს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა.
„გადაუღია ბავშვისთვის სურათები. როგორც ჩანს, სანამ ქუჩაზე მოძრაობდა“, – განაცხადა პედაგოგმა.

მერი მამისთვალოვისთვის უცნობია, რა გახდა გოგონას მკვლელობის მიზეზი.

მისივე თქმით, ბავშვის ბებიასგან მოისმინა, რომ გოგონას კისერზე სიწითლე აღენიშნება.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი
სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.
უყურეთ ვიდეოს

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის ვარაუდით, პირი, რომელიც მისი ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, სავარაუდოდ, პედოფილია.

მისივე თქმით, დაკავებული, რომელიც გორის მუნიციპალიტეტიდანაა, გოგონას მეზობლებთან ერთად ეძებდა.

"სავარაუდოდ, პედოფილი იყო, ნასამართლევია. ალბათ, შემოაკვდა ბავშვი. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, მაგ დროს ურიკით ჩამოატარა აქ... ეს გამაპატიოსნებინეთ და მერე ნახეთ სკანდალი. სახალხოდ უნდა დავწვათ - დედა, მამა, ძმა... ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა ბერიაშვილმა.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93