სიახლე

"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" ვრცელდება მოკლული 8 წლის გოგონას წერილი

"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" ვრცელდება მოკლული 8 წლის გოგონას წერილი
გორ­ში, 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.
მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ­ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ 8 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლი გუ­შინ შუ­ა­დღი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. გო­გო­ნა სკო­ლი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და და მერე კვლავ სკო­ლა­ში, ცეკ­ვის წრე­ზე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,
თუმ­ცა ის გზი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბავ­შვის ცხე­და­რი მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პი­რას იპო­ვეს.

"ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ­დე­ბა სას­კო­ლო რვე­ულ­ში ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას სა­ხე­ლი და გვა­რი აქვს მი­წე­რი­ლი. წე­რი­ლი გო­რის მე­ხუ­თე სა­ჯა­როს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა ცირა ხუ­ბუ­ლურ­მა გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას პე­და­გო­გია.

8 წლის გო­გო­ნა თხზუ­ლე­ბა­ში, სა­ხე­ლად "როცა მო­წყე­ნი­ლი ვარ..." გარ­დაც­ვლილ ბი­ძა­ზე წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­გო­ნას დე­დის ძმა, რო­მე­ლიც 30 წლამ­დე ასა­კის იყო, ერთი წლის წინ კას­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას პე­და­გო­გი ცირა ხუ­ბუ­ლუ­რი აღ­საზ­რდე­ლის შე­სა­ხებ წერს: "რით ვა­ნუ­გე­შოთ დე­და­შე­ნი? ჩემო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო! ბრძენს ვე­ძახ­დი, ისე­თი აზ­რე­ბი მოს­დი­ო­და ლა­მაზ თავ­ში, კლას­ში ლი­დე­რი იყო, ახ­ლაც სკო­ლა­ში შე­ჯიბ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ტვი­ნე­ბის ბრძო­ლა და ნა­ნი­კო კა­პი­ტა­ნი იყო გუნ­დის! დიდი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და მე-5 სკო­ლამ! ყვე­ლამ ერ­თად გა­მო­ვი­ძი­ოთ და ვი­პო­ვოთ ის არა­კა­ცი!" - წერს პე­და­გო­გი. გაგრძელება + ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93