„ქორწინებამდე პატრიარქის კურთხევა მივიღეთ“- ბერა და ნანუკა ოჯახთან ერთად - Marao

„ქორწინებამდე პატრიარქის კურთხევა მივიღეთ“- ბერა და ნანუკა ოჯახთან ერთად

2018-11-09 23:19:25+04:00

„ქორწინებამდე ჩვენი პატრიარქის კურთხევა მივიღეთ და ეს ჩვენთვის დიდი პატივია“ აღნიშნა ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.
ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები წყვილს თბილი სიტყვებით ანებივრებენ და ღმერთს შესთხოვენ, რომ საქართველოს პატრიარქი ჯანმრთელი და დღეგრძელი იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილს თან მშობლებიც ახლდა.

თავის "ფეისბუქგვერდზე" კი ბერამ ემოციები ამ სიტყვებით გამოხატა:

„ამ ფოტოებით მინდა გაგიზიაროთ ის წრფელი გრძნობები, რომელიც განვიცადეთ მისი უწმინდესობის დალოცვის დროს ჩემი და ნანუკას ჯვრისწერის წინ".

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი 11 ნოემბერს კოჯორში გაიმართება.