დღეს, ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძეზე დაქორწინდა. მათი ჯვრისწერა სვეტიცხოველში შედგა.
ბერას და ნანუკას ქორწილი.
მომღერალი, ბერა ივანიშვილი და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე როგორც იცით წინა დღეებში პატრიარქმა დალოცა.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ნანუკა საკურთხეველთან მამამ მიიყვანა, რის შემდეგაც საყვარელ ადამიანს ბერა ხელზე ეამბორა. ბერას თეთრი ჩოხა ეცვა, ნანუკას კი სადა, გრძელშლეიფიანი თეთრი კაბა, რომელსაც დახვეწილი ფატა ამშვენებდა. ჯვრისწერის დროს გადაღებულ „ლაივებში“ ხშირად შენიშნავდით დამსწრე გოგონებსა და ბიჭებს, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სამოსში იყვნენ გამოწყობილი. ქორწილში რა თქმა უნდა ბერას ახლო მეგობრებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო ლევან გოგორელიანი, იგივე „ფაქო“, რომელთანაც ბერას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
საზოგადოების ყურადღება რა თქმა უნდა ივანიშვილების ოჯახის სადა ჩაცმულობამაც მიიპყრო.
ბერამ ჯვრისწერის დასრულების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „რთულია ემოციების სიტყვით გადმოცემა. დიდ მადლობას მოვახსენებ ყველა ადამიანს ვინც გაიზიარა ჩემი და ნანუკას დღევანდელი ეს დიდი ბედნიერება. ბოდიშს მოგიხდით, ახლა ემოციების ქვეშ ვარ და მიჭირს საუბარი“.
ჯვრისწერის შემდეგ ბერა და ნანუკა სტუმრებთან ერთად კოჯრისკენ გაეშურნენ.