სიახლე

როგორ უნდა გაშიფროთ ფარული გზავნილი წიგნში - „მეცხრე ფლიგელი“

„მეცხრე ფლიგელი“ ქართველი მწერლის, თეა ინასარიძის დეტექტიური ჟანრის რომანია (თრილერი), რომელშიც მოთხრობილია ფოტოგრაფი გოგოს უცნაური და სახიფათო თავგადასავალი.
ლუ ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ლუ გაუცნობიერებლად ერთვება ძალიან სახიფათო ამბავში და ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე ხდება. უმსხვილესი სასმელების კომპანიის - „თეთრი არწივის“ ორ დამფუძნებელს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი იტალიურ მაფიოზურ კლანს უკავშირდება. წიგნში მოქმედება საქართველოში და იტალიაში ხდება. მკითხველი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ კოშკში - „კასტელ დელ მონტეშიც“
იმოგზაურებს, რომელიც ტამპლიერების სახელს უკავშირდება.

მეცხრე ფლიგელი“ პირველი ქართული წიგნია, რომელშიც არის დაშიფრული წერილი, რომელიც ე.წ. „ჩანაცვლებადი შიფრის“ და სიტყვა-გასაღების გამოყენებით იშიფრება.

რა არის ჩანაცვლებადი შიფრი?

ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ ალგორითმს, რომელშიც ხდება ღია ტექსტში ინფორმაციის ერთეულების ჩანაცვლება შესაბამისი შიფროტექსტით. მარტივი ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს ანბანურ ცხრილს - წინასწარ განსაზღვრული წესით ჩამოწერილ ანბანის სიმბოლოებს ანუ ჩანაცვლების ანბანს. ირჩევენ კოდურ სიტყვას, რომელშიც სიმბოლოები არ მეორდება, და ბოლოში მიაწერენ ანბანის დანარჩენ სიმბოლოებს, რომლებიც ამ კოდურ სიტყვაში არაა.

იხილეთ ნიმუში:



დეტექტიური თამაში

2018 წლის 7 ივლისს, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართა, რომელსაც „მეცხრე ფლიგელის“ ავტორი თეა ინასარიძე უძღვებოდა. თამაშში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო (15 წლიდან ზემოთ).


რვა რიცხვითი კომბინაციის გამოსაცნობად და სიტყვა-გასაღების შესადგენად, მონაწილეები მისტიკურ, მიტოვებულ შენობაში შეიკრიბნენ. (წაიკითხეთ ვრცლად).

როგორ ვიპოვოთ სიტყვა-გასაღები?

თუ გიყვართ საიდუმლოებები, თავსატეხების ამოხსნა, მინიშნებების პოვნა, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა!
წარმოგიდგენთ მინიშნებას, მოცემული რიცხვების დახმარებით, თქვენ შეძლებთ იპოვოთ წიგნში ასოები, რომლებისგანაც შედგება სიტყვა-გასაღები. დაალაგეთ ისინი სწორად, რომ რვა ასოსგან შემდგარი სიტყვა მიიღოთ.

25/8; 230/9  110/11; 127/27; 41/12;  184/22;  146/ 13; 198/3;


გისურვებთ წარმატებებს!

იხილეთ: 5 საინტერესო ფაქტი "მეცხრე ფლიგელის" შესახებ - იპოვე ამ სტატიაში სიტყვა-გასაღები
10 ამონარიდი წიგნიდან - "მეცხრე ფლიგელი"
მიტოვებული შენობა, თავსატეხები, მოულოდნელობები და გამარჯვებულები - მოგზაურობა "მეცხრე ფლიგელში"


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93