სიახლე

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს
იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი თაკო ილუ­რი­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბლოგს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"მე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ვარ, რო­მელ­საც ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი COVID-19-ის გა­და­ტა­ნა ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მო­უ­წია.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­მა­ლე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტებს, რად­გან სტრე­სის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და გა­მო­ჩე­ნა და თით­ქოს ვერც ვწერ­დი ვე­რა­ფერს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი ყვე­ლა ადა­მი­ანს სიმ­შვი­დეს მო­უ­ტანს და მე თუ შე­მიძ­ლია ამა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, მზად ვარ!

რა მოხ­და?
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რის
სტუ­დენ­ტი ვარ იტა­ლი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი იტა­ლი­ურ ენას სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. იმ დროს, რო­დე­საც მთლი­ა­ნი ჩრდი­ლო­ეთი იტა­ლია პან­დე­მი­ის საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა, მთავ­რო­ბამ რა­ტომ­ღაც არ გა­ა­უქ­მა კარ­ნა­ვა­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში და ჩემი კურ­სე­ლე­ბიც გარ­თო­ბის მიზ­ნით არ შე­უ­შინ­დნენ წას­ვლას, შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ და ეს ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ვირუ­სიც ერთ-ერ­თმა სა­ჩუქ­რად ჩა­მო­მი­ტა­ნა.

რო­გორ და­ი­წყო?

ამ დღი­დან 4 დღის შემ­დეგ ვიგ­რძე­ნი იმ­დე­ნად სუს­ტი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, რომ მე­გო­ნა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი მქონ­და ამ­დე­ნი ში­შის­გან, თუმ­ცა ინ­ტუ­ი­ცი­ით მა­ინც გა­ვი­ზო­მე სი­ცხე და 37.1 აღ­მო­მაჩ­ნდა. რა თქმა უნდა, პა­ნი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­ვი­წყე პირ­ბა­დით მოძ­რა­ო­ბა და ჩა­ვი­კე­ტე ოთახ­ში, რომ სხვებს მოვ­რი­დე­ბო­დი. ორი დღე გაგ­რძელ­და და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი­თა და ყე­ლის ტკი­ვი­ლით, მე­სა­მე დღეს და­ე­მა­ტა მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა და სა­ღა­მოს უკვე სი­ცხე 38.7, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით იტა­ლი­ა­ში მო­ვი­თხო­ვეთ ჩემი გა­დაყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

მკურ­ნა­ლო­ბა ­ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლი სი­ცხე მხო­ლოდ ორ დღეს გაგ­რძელ­და, ხოლო და­ბა­ლი სი­ცხე კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა, ასე­ვე ხვე­ლა მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ მქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ღმერ­თის წყა­ლო­ბით, არც პნევ­მო­ნი­ამ­დე გარ­თულ­და საქ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა ვერ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და საკ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­დნენ ორ­გა­ნიზ­მის­თვის მრა­ვა­ლი სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნის მი­წო­დე­ბა­სა და ხე­ლის შე­წყო­ბას, რომ თა­ვად ორ­გა­ნიზმს შესძლე­ბო­და და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა ვირუ­სი. თუმ­ცა, მკურ­ნა­ლო­ბის დროს ხდე­ბა მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის, ყო­ველ­დღი­უ­რი სის­ხლის აღე­ბა მა­ჯის არ­ტე­რი­ი­დან, რაც და­მი­ჯე­რეთ, სი­ტყვით რთუ­ლად ასახ­სნე­ლი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლე­სი პრო­ცე­სია და სა­ერ­თოც არა­ფე­რი აქვს უბ­რა­ლო ვე­ნის ნემ­სის შე­ხე­ბას­თან.

რამ­დე­ნი დღე გაგ­რძელ­და?

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 10 დღე დავ­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი გა­წე­რის თა­ო­ბა­ზე, მას შემ­დეგ, რაც ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ახლა გავ­დი­ვარ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდს, რის შემ­დე­გაც შევ­ძლებ დავ­ბრუნ­დე სამ­შობ­ლო­ში. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93