სიახლე

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"
მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს უკვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­უ­წო­დებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" და­ი­წყო კამ­პა­ნია #დარ­ჩი­სახ­ლში, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მათ შო­რის, აიკ­რძა­ლა ე.წ. ყვი­თე­ლი მარ­შრუტ­კე­ბის მოძ­რა­ო­ბა, რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­შიც. შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი გაზ­რდი­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და ხალ­ხს თბი­ლი­სის მერ­მაც. კახა კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავი უნდა შე­ი­კა­ვოს გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან.

ანა­ლო­გი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა და­ა­ვა­დე­ბა­თა
კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93