საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ იქნა მიღებული. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
რა შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქის ქუჩებში სატრანსპორტი მოძრაობა შეჩერებულია. განსაკუთებით ცარიელი თბილისი დღეს არის.
იხილეთ ფოტოები