საჭიროა თუ არა ტელეფონის გაწმენდა და როგორ გავაკეთოთ ეს Apple-ის რეკომენდაციით - Marao

საჭიროა თუ არა ტელეფონის გაწმენდა და როგორ გავაკეთოთ ეს Apple-ის რეკომენდაციით

2020-04-03 14:05:59+04:00


2019 წლის გამოკვლევების მიხედვით, ჩვენ ტელეფონს დღეში საშუალოდ 2617-ჯერ ვეხებით. ასე რომ, მათი გაწმენდა ისეთივე სიხშირითაა საჭირო, როგორც ხელების დაბანა.

ბევრმა მწარმოებელმა, მათ შორის,  Apple-მაც, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა.

Apple გირჩევთ:

  • გამოიყენეთ რბილი ნაჭერი;
  • არ გაწმინდოთ ძალიან ძლიერად;
  • გამორთეთ კვების წყაროდან;
  • სითხე არ მოხვდეს ჩაღრმავებებში;
  • მოერიდეთ აეროზოლ-სპრეის;
  • ნუ დაასხამთ ანტისეპტიკს ტელეფონს, ის ნაჭერს დაასხით.

Apple-ი გირჩევთ, გამოიყენოთ 70%-იანი სპირტით გაჟღენთილი ან ანტიბაქტერიული ხელსახოცი.

ტელეფონი გაწმინდეთ დღეში ერთხელ და სახლში შესვლისთანავე.

იხილეთ: რომელ ადგილებს უნდა გაუკეთოთ დეზინფექცია პირველ რიგში