სიახლე

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან, გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა. სპორ­ტსმენს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მხრდა­ჭე­რას უცხა­დებს.

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი:

"ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მეს მინ­და შე­ვე­ხო. დიდ პა­ტივს ვცემ კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა ვინ­მე რიგს არ­ღვევს. ცოტა ხნის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-25 წუთი მა­ღა­ზი­ის რიგ­ში ვი­დე­ქი. ჩემ უკან ხან­დაზ­მუ­ლი ქალი შევ­ნიშ­ნე და
რიგი და­ვუთ­მე. შემ­დეგ სხვა ქალ­ბა­ტონ­მაც მთხო­ვა, შვი­ლო, ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბა და იქ­ნებ ახლა მე შე­მიშ­ვაო. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვა­ტა­რე. ამ­ჯე­რად, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი ჩემს რიგს. დაც­ვამ შეს­ვლის­კენ მო­მი­წო­და. ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი თუ არა, 50 წლამ­დე ასა­კის ქალ­მა და­იყ­ვი­რა, სად მი­დი­ხართ, თქვენ ახლა მოხ­ვე­დით, რიგი და­ი­ცა­ვი­თო! მას ურ­ცხვად აჰ­ყვნენ სხვა ქა­ლე­ბი და ამ ალი­ა­ქოთ­ში მა­მა­კა­ცე­ბიც გა­მო­მე­სარ­ჩლ­ნენ. თით­ქოს, ქა­ლებ­ზე ზე­წო­ლას ვახ­დენ­დი. ცო­ტაც და, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით ბრალს წა­მი­ყე­ნებ­დნენ.
უფ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქალ­თა, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა თუ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, გა­რე­მოს დამ­ცვე­ლებად გვევ­ლი­ნე­ბი­ან, ფე­მი­ნიზ­მის მხა­რეს დგა­ნან და პრე­ტენ­ზია აქვთ და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­თა პი­რი­დან წა­მო­სუ­ლი ყო­ვე­ლი სი­ტყვა შე­სა­შუ­რად პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლია. რა­ტომ გა­მო­აქვთ ვერ­დიქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე? რა­ტომ ხუ­ჭა­ვენ თვალს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფ­ცი­ა­ზე? მარ­თა­ლია, შე­საძ­ლოა, სტა­ტის­ტი­კით მო­ძა­ლა­დე ქმრე­ბი აჭარ­ბე­ბენ ქა­ლებს, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს ფაქტს, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­მა­კა­ციც იყოს მსხვერ­პლი.

და­ე­ლო­დეთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შემ­დეგ გა­ა­კე­თეთ ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი".

მამა შალ­ვა კე­კე­ლია:

"სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი, ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო შვი­ლი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, თავ­მდა­ბა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ძა­ლი­ან გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი... ნიკა, შენ გვერ­დით ვარ... არა ძა­ლა­დო­ბას... თავი შე­ი­კა­ვეთ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­გან".

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93