
"ანდრუშა აუზში ჩავარდა. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი, შემზარავი კივილი და არაადეკვატური რეაქციები იყო", - წერდა შარანგია.
თათია ასევე აღნიშნავდა, რომ მისი შვილი ახალგაზრდამ, ლუკა მურვანიძემ გადაარჩინა. "თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა წამებში, უშიშარი, გამბედავი", - წერდა "ფეისბუქზე" ექსპრეზიდენტის ყოფილი რძალი.