ამ ქართველი გოგონების ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა და ბევრი ადამიანის მხრიდან მოწონება დაიმსახურა.
მე შევეცდები გაგაცნოთ ისინი. გოგონები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ- ნუცა კვირკვია, ნინი ჩილაჩავა, ნინი გამისონია, ნუცა ლაგვილავა და ნია ანთელავა არიან. გოგონები ზუგდიდიდან არიან.
ალბათ გახსოვთ, რეპერმა ემინემმა ფანები სოციალურ ქსელ „ინსტაგრამსა“ და ტვიტერზე“ რომ გამოიწვია და განაცხადა, რომ ვინც მას სისწრაფეში აჯობებდა და ყველაზე მეტ ნახვას დააგროვებდა, დააჯილდოებდა კიდეც.
ამ challenge-ში მთელი მსოფლიო ჩაერთო, მაგრამ ქართველმა გოგონამ, ნინი ჩილაჩავამ ზუგდიდიდან, „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტი, 100 ათასი ნახვა დააგროვა. ამ ხუთეულში ნინიც არის. ის "ინსტაგრამზე აქტიურია" და საკმაოდ ბევრი მიმდევარიც ჰყავს.
შემდეგი გოგონა გახლავთ ნუცა კვირკვია.
სოციალურ ქსელში აქტიურია ნუცა ლაგვილავაც.
თქვენს წინაშეა კიდევ ერთი მშვენიერი გოგონა- ნია ანთელავა.