სიახლე

"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა
ზუგ­დიდ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმხილ­ვე­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სის მა­ტა­რე­ბე­ლი მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა ქალი, ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი სა­ლო­მე ფა­ცა­ცია მარ­თავ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ლო­მე თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და ლე­ვან რა­ტი­ან­თან გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

სა­ლო­მეს მე­გო­ბა­რი ნა­თია გა­დე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"სა­ლო­მეს გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­გახ­სე­ნებთ, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია, მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით და ა.შ. სა­ი­მე­დო ხელ­შია. მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის! სი­კე­თე არა­სო­დეს
იკარ­გე­ბა და ყო­ველ­თვის ტო­ვებს კვალს! გაბ­რი­ე­ლის დე­დი­კო კარ­გად იქ­ნე­ბა! მად­ლო­ბა ყვე­ლას. პ.ს და­ნარ­ჩე­ნებს დრო გას­ცემს პა­სუხს!"

სა­ლო­მე ფა­ცა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს. მან ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, "წმინ­და გაბ­რი­ე­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“ და­ა­ფუძნა და არა­ერთ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიით მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტიც გახ­და.

"ვინც მიც­ნობს, იცის, ყო­ველ­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვიბ­რძვი სხვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის და ასეც იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ფაქ­ტმა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია და­სახ­მა­რე­ბე­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რს ვე­ი­მე­დე­ბი, და­მა­ფიქ­რა და გა­და­მად­გმე­ვი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი, ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც შეც­ვლის მო­მა­ვალს უკე­თე­სო­ბის­კენ. ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თვითმ­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში და ვარ კომ­ბი­ნატ­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. დიახ, თქვენ­თან ერ­თად და თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით! მე, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, ყვე­ლას ოჯახ­ში შე­მო­ვალ, მჯე­რა, რომ ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა! ძალა ერ­თო­ბა­ში­აო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ­თან ერ­თად გა­ვი­მაჯ­ვებ. ჩვენ ერ­თად და­ვა­მარ­ცხებთ შიმ­შილს, უსახ­სრო­ბას და გა­ჭირ­ვე­ბას”, - წერ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ლო­მე ფა­ცა­ცია.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93