„მადლობა, რომ ყოველთვის ზრუნავ ჩემზე, შენთვის შეუძლებელი არაფერია...“ - რა საჩუქარი მიიღო ნეკა დოროყაშვილმა ახალი პარტნიორისგან - Marao

„მადლობა, რომ ყოველთვის ზრუნავ ჩემზე, შენთვის შეუძლებელი არაფერია...“ - რა საჩუქარი მიიღო ნეკა დოროყაშვილმა ახალი პარტნიორისგან

2021-11-20 11:58:00+04:00


მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.

რამდენიმე დღის წინ ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიუხედავად არაერთი სირთულისა, უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ახალი ურთიერთიბა აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს. ამჯერად ის პარტნიორის მიერ გაგზავნილი ყვავილების ფოტოს აქვეყნებს: „მადლობა, რომ ყოველთვის ზრუნავ ჩემზე, შენთვის შეუძლებელი არაფერია, მთვარეზეც კი შეგიძლია გამომიგზავნო ყვავილები“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.