სიახლე

„ვიცი, თქვენ არ ელით, რომ მე ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ თქვენი შვილებისთვის ხომ არ გინდათ ასეთი მომავალი?“ - ნინო კასრაძე

„ვიცი, თქვენ არ ელით, რომ მე ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ თქვენი შვილებისთვის ხომ არ გინდათ ასეთი მომავალი?“ - ნინო კასრაძე
ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა. მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული
როლით გახდა.



სულ ცოტა ხნის წინ ნინო კასრაძე დავით გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა და არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გოგონების ძალით გათხოვებისა და მოტაცების შესახებაც: „მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და გაგიკვირდებათ, რამდენი ქალი ჰყვება, რომ არის მოტაცებული. ვინმემ რომ მოგიტაცოთ თქვენ, ვიღაც ქალმა მოგიტაცოთ და მოგიწიოთ, რომ ძალით იცხოვროთ, იცხოვრებთ? ვიცი, სამჯერ მოიტაცეს გოგო, მესამედ დარჩა, მაგრამ არ არის ბედნიერი... ჩემი აზრით, ეს ტრაგედიაა. თქვენ არ ელით, რომ მე ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ერთი წუთით შეატრიალეთ ეს, თქვენი შვილებისთვის ხომ არ გინდათ ასეთი მომავალი?“ - ამბობს ნინო კასრაძე.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დიახ!..
მართალი ხარ, ჩვენო ლამაზო, ნიჭიერო და საყვარელო ნინო... მაგრამ ჯერ კიდევ (21-ე საუკუნეში!) ვერ დავიდა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გონებამდე, რომ ძალად მოტაცება ცუდია!.. ოღონდ, ეს არ არის მხოლოდ მომტაცებლის სირეგვენის ბრალი. მოტაცებულის ბრალიც არის, რომ ეგუება ამ ამბავს და მშობლისაც, რომელიც ფიქრობს - აბა, ახლა რო დავიბრუნო, რა იტყვის ხალხი - ვიღაცასთან ნაგორავები გოგო სახლში დაისვაო!.. თუმცა, საპირისპირო მაგალითებიც ვიცით აქა-იქ. მაგალითად, სვანეთში ეგრე ძალად მოტაცებული გოგო ღამე ჩუმად ადგა, 18 კილომეტრი ფეხით იარა იმ სიბნელეში, მერე რაღაც სატვირთო მანქანას გაჰყვა და გაიქცა! (შემდეგში კი სიყვარულით გათხოვდა და კარგი ოჯახიც შექმნა).
19:49 / 07-12-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93