მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გიორგი გასვიანის გადაცემას, „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა და გაიხსენა, როგორ უთხრა ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი მსოფლიოს ნომერ პირველ მეკარეს, ჯიჯი ბუფონს.
„ვთანამშრომლობდი ფეხბურთის ფედერაციასთან, როდესაც იტალია მსოფლიო ჩემპიონი იყო, იტალიურად ვსაუბრობდი. ბევრი ვარსკვლავი იყო ჩამოსული. რამდენჯერმე მივედი პრესკონფერენციაზე, ვარჯიშზე და თუ მიწევდა კომუნიკაცია ფეხბურთელებთან, იტალიურად ვესაუბრებოდი. ერთხელ ბუფონმა მკითხა, იტალიური თუ იციო. ვუთხარი, რომ ვიცი და ტელეფონის ნომერი მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. არ ვნანობ და ასე ამაყად ვყვები ამ ამბავს. ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქალი ვარ, რომელმაც უარი უთხრა. რა მოხდებოდა, ტელეფონის ნომერი რომ მიმეცა? იმდენად არ ველოდებოდი ასეთ არაოფიციალურ ურთიერთობას, არც მიფიქრია დათანხმებაზე“, - იხსენებს ეკო.
„მხოლოდ ქალს შეუძლია ერთ დღეს იყოს ნაზი და სათუთი, მეორე დღეს კი შეუპოვარი, მოუდრეკელი, მებრძოლი იარაღით ხელში; არ დაგავიწყდეთ, ღმერთმა ჯერ შექმნა ქალი და შემდეგ მთელი სამყარო“ - ეკო ფანგანი
„ყველაფერს ვჭამ, ღამეც, ოღონდ ვცდილობ, ეს „ყველაფერი“ ჯანსაღად მომზადებული იყოს“ - რას აკეთებს ეკო ფანგანი ფორმის შენარჩუნებისთვის
ეკო ფანგანის სილამაზის საიდუმლო - "ნარკოტიკივით დამოკიდებული ხდები, მეც, შეიძლება ითქვას, შემჯდარი ვიყავი..."