ბრიტანული ტაბლოიდის წყაროები ამტკიცებენ, რომ კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მონარქიის მოდერნიზებას გეგმავენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ტიტულებზე, ისინი მაინც აგრძელებენ თავიანთი საპატიო ტიტულების გამოყენებას ყველგან, თუმცა მათმა უახლოესმა ბრიტანელმა ნათესავებმა გადაწყვიტეს პირიქით გაეკეთებინათ. სასახლესთან დაახლოებული წყაროების თანახმად, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, სავარაუდოდ, განიხილავენ თავიანთი ტიტულების დათმობას, რათა „მონარქიის მოდერნიზება“ შესაძლებელი გახადონ.
კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას სურთ, რომ უბრალოდ "უილიამი და ქეითი" იყვნენ. ამრიგად, ტახტის მემკვიდრეები ცდილობენ გააუქმონ ზოგიერთი სამეფო ტრადიცია. მაგრამ ცვლილებები მხოლოდ მათი სახელებით არ შემოიფარგლება, წყვილს მთელი სასახლის რებრენდირება სურს.
წყვილს, გავრცელებული ინფორმაციით, სურს, თავი აარიდოს საჯარო ღონისძიებებსა და დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ამ გადაწყვეტილების იმპულსი იყო ქეითისა და უილიამის ბოლო ტური კარიბის ზღვის აუზში, სადაც მათ სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათთვის ღონისძიება ზედმეტად მოძველებული იყო, ახლებური ელემენტების გარეშე და ძალიან ტრადიციული.
დედოფალ ელიზაბეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება - მონარქი სამეფო ბაღში გამართულ ღონისძიებებს ვერ დაესწრება
ერთგული თანაშემწე თუ საიდუმლო საყვარელი - რატომ ვერ დაივიწყა ელიზაბეტ II-მ თავისი მრჩეველი
ამბავი ელისაბედ II-ის დედამთილის შესახებ, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის დამსახურებით, მთელი ცხოვრება გიჟად ითვლებოდა