გუშინდელ იუბილეზე დედოფალმა ელიზაბეტმა 5000 სტუმრის წინ გაიარა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა, რადგან ბოლო 1 თვეა ბრიტანული ტაბლოიდები აქტიურად წერენ, რომ დედოფალს გადაადგილების პრობლემები აქვს და შესაბამისად, ის საკუთარ იუბილეს ვერ დაესწრებოდა.
მისი უდიდებულესობის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახი და ჰოლივუდის ვარსკვლავები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ: ტომ კრუზი, კეტრინ ჯენკინსი და დეიმი ჰელენ მირენი.
ცერემონია ხუთშაბათ საღამოს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. უინძორების ციხესიმაგრეში გამართული ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ დედოფალი დაესწრებოდა იუბილეს, თუმცა ზუსტი გადაწყვეტილება მხოლოდ ცერემონიამდე 1 დღით ადრე გახდა ცნობილი.
დედოფალი ღონისძიებაზე სამეფო მანქანით და კავალერიის ესკორტით დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნის ფონზე გამოჩნდა. მონარქს თან ახლდა უმცროსი ვაჟი, პრინცი ედვარდიც.
მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, სამეფო წყაროები ამბობენ, რომ დედოფალი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს სამეფო საქმეების მოგვარებას.