ელიზაბეტ შორტის საქმე - იდუმალებით მოცული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსენელია - Marao

ელიზაბეტ შორტის საქმე - იდუმალებით მოცული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსენელია

2022-07-02 14:39:35+04:00


ეს საქმე იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ დანაშაულად აშშ-ს ისტორიაში. დეტექტივები და სასამართლო ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციამ მალევე დაკარგა იმედი ელიზაბეტ შორტის მკვლელის პოვნაში, რომელიც ოცნებობდა მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ ცნობილი მხოლოდ მისი გარდაცვალების გამო გახდა. ელიზაბეთის მკვლელობის შემდეგ მას მეტსახელად "შავი დალია" შეარქვეს.

1947 წლის 15 იანვრის დილით, ქალმა, სახელად ბეტი ბერსინგერმა, LAPD-ს შეატყობინა დანაწევრებული სხეულის აღმოჩენის შესახებ ნორტონის გამზირისა და 39-ე ქუჩის კვეთაზე. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რომლებიც მონაცემების შესამოწმებლად წავიდნენ, მალევე იპოვეს ქალის ცხედარი ბალახში, რომელიც ზუსტად იყო გაჭრილი ორ ნაწილად წელის ხაზის გასწვრივ.

მალე შემთხვევის ადგილზე მივიდა დეტექტივი ფინის ბრაუნი. ცხედრის დათვალიერების შემდეგ ის მივიდა დასკვნამდე, რომ ქალის მკვლელობა სხვაგან იყო ჩადენილი, ცხედარი კი წინა ღამით ამ ადგილას მოიტანეს და დატოვეს. მსხვერპლის გარდაცვალების ზუსტი დროის დადგენა რთული იყო, რადგან სისხლის კვალი არ ჩანდა, მაგრამ, ექსპერტების დასკვნით, უცნობი პირი 14 იანვარს, დაახლოებით საღამოს საათებში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ვინაობა FBI-ს დახმარებით დადგინდა. თითის ანაბეჭდების გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი 22 წლის ელიზაბეტ შორტი იყო. გოგონა ძალიან მიმზიდველი და ლამაზი იყო და, როგორც გამომძიებლები ვარაუდობდნენ, გეგმავდა სამსახიობო კარიერის აშენებას.

ელიზაბეთი დაიბადა 1924 წლის 29 ივლისს კლეო და ფიბი შორტების საკმაოდ მდიდარ ოჯახში. ის წყვილის ხუთი შვილიდან მესამე იყო. როდესაც შორტი თინეიჯერობის ასაკში იყო, მან ყველა თავის მეგობარს და დედასაც კი უთხრა, რომ მისმა რჩეულმა ქორწინება შესთავაზა და დათანხმებას აპირებდა. მისი საქმრო ვინმე მეთიუ გორდონი იყო. ეს ინფორმაცია მეთიუს კოლეგებმაც დაადასტურეს, თუმცა მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ მას შორტთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია. საბოლოოდ გორდონი 1945 წლის 10 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპა.

პირველი ეჭვმიტანილის კვალზე პოლიცია 16 იანვარს გავიდა. ეს 25 წლის რობერტ მენლი აღმოჩნდა. ის დაქორწინებული იყო, მაგრამ, როგორც ელიზაბეთის ნაცნობებმა პოლიციას უთხრეს, მას რომანი ჰქონდა ელიზაბეტთანაც. რობერტის თქმით, შორტმა უარი თქვა მასთან ინტიმურ ურთიერთობაზე და მეორე დილით დასთან შესახვედრად წავიდა.

შემდეგი ეჭვმიტანილი იყო ელიზაბეთის საყვარელი, სამხედრო მფრინავი ჯოზეფ ფიკლინგი. შორტის მეგობრები ირწმუნებოდნენ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა მას შეხვდა. თუმცა, პენტაგონმა პოლიციას განუცხადა, რომ ლეიტენანტს ელიზაბეტის მკვლელობის პერიოდში სამუშაო ადგილი არ დაუტოვებია.

1947 წლის 24 იანვარს ფოსტაში მიიღეს უცნაური წერილი არასწორი მისამართით. კონვერტი აშკარად ელიზაბეტის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ელიზაბეტ შორტის პირადობის მოწმობა და რამდენიმე ფოტო.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლიციამ გამოკითხა დაახლოებით 150 კაცი, რომლებიც პოტენციური ეჭვმიტანილები იყვნენ. ეჭვმიტანილთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მკვლელის პოვნა შეუძლებელი ჩანდა.

ზოგიერთმა სასამართლო მწერალმა და გამომძიებლებმა იპოვეს კავშირი შავი დალიას საქმესა და კლივლენდ ბუჩერის მკვლელობებს შორის, რომლებიც მოხდა 1932-1938 წლებში. მანიაკი, რომელიც ამ სახელით გახდა ცნობილი, თავის ყველა მსხვერპლს შუაზე ჭრიდა, ამიტომ მათ ჩათვალეს, რომ ელიზაბეტიც ამ მანიაკის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

საქმე ის არის, რომ მანიაკის დაჭერა ვერავინ მოახერხა, წლების შემდეგ ის და მისი მკვლელობები ხმაურის გარეშე გაქრნენ, შესაბამისად, ელიზაბეტის მკვლელობის საქმეც მივიწყებას მიეცა და დღემდე გაუხსნელ საქმეებს შორისაა.

ქალები, რომლებიც ამერიკის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების თავდასხმებს გადაურჩნენ

ომაიმა ნელსონის შემაძრწუნებელი ისტორია - კანიბალიზმში ბრალდებული ქალი, რომელმაც ქმარი მოკლა, გათავისუფლებას ითხოვს