დუბაიში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ახალი ვიდეოკლიპი ჩაწერა და აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე მსგავსი კლიპის გადაღება სურს, ერთ-ერთ მათგანს კი საქართველოში ჩაწერს. ამის შესახებ ნუცამ „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა:
„ჩავწერე სამი ახალი სიმღერა. ორი ჩემია, ერთი კი – მიშელ ლეგრანის The Windmills of Your Mind-ის აკუსტიკური ვერსიაა. სწორედ ამ უკანასკნელზე გადავიღეთ სტუდიური ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. კლიპში დუბაიში მოღვაწე დიზაინერის სამოსი მაცვია. მას მივმართავ ხოლმე ხშირად, როდესაც სასცენო სამოსზეა საუბარი. სულ მინდოდა ამ სიმღერის ჩაწერა. დასაწყისში ფრანგულად ვმღერი, მერე ინგლისურად ვაგრძელებ. სხვათა შორის, მქონდა იდეა, არაბულად მემღერა, მაგრამ შემდეგ ფრანგულ-ინგლისური ვერსიის ჩაწერა გადავწყვიტე.
რაც შეეხება დანარჩენ ორ სიმღერას, მათზეც მინდა კლიპების გადაღება – ერთს საქართველოში და მეორეს, ალბათ, ისევ დუბაიში გადავიღებ… მინდა, სამი ახალი ვიდეორგოლი მქონდეს“ - ამბობს ნუცა.
"ყველაზე ლამაზი ადგილი დედამიწაზე" - ნუცა ბუზალაძე დუბაიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„გოგონები იმისთვის ჩამოდიან, რომ ვიღაც გაიცნონ... მე მიყვარს, როცა კაცები პატივს სცემენ ქალს. ძველებური მენტალიტეტი მაქვს“ - ნუცა ბუზალაძე დუბაიში ცხოვრების შესახებ
„დუბაიში ცხოვრება ძალიან მომწონს, მაგრამ არ მაქვს პრობლემა, რომ საქართველოში ჩამოვიდე ხოლმე, დუბაიდან თბილისამდე 3 საათი მჭირდება" - ნუცა ბუზალაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს