ომის წლებში საბჭოთა ჯარისკაცებს სჭირდებოდათ რწმენა რაღაც ნათელისთვის, ისეთი როგორიც იყო ვალენტინა კარავაევას მიერ შესრულებული ფილმები, რომლებიც ხალხს იმედს აძლევდა. საბჭოთა კინოს ვარსკვლავი დაიბადა 1921 წლის 28 მაისს ტვერის პროვინციაში, ქალაქ ვიშნი ვოლოჩეკში. მშობლებმა ქალიშვილს ალა დაარქვეს, მაგრამ ხუთი წლის ასაკში გოგონამ საკუთარ თავს ვალენტინა უწოდა, რადგან თვლიდა, რომ ეს სახელი უფრო შესაფერისი იყო ხელოვანისთვის. კარავაევა ოცნებობდა რომ მხატვარი გამხდარიყო.
1931 წლის ნოემბერში ვალია ტუბერკულოზით დაავადდა. იმისათვის, რომ როგორმე გაეხარებინათ საავადმყოფოში მოხვედრილი ვალია, დედამ მას ჩეხოვის ნაწარმოების ასლი აჩუქა სპექტაკლიდან "თოლია". სწორედ ამ დღის შემდეგ ოცნებობდა ის სპექტაკლში მთავარი როლის შესრულებაზე.
1935 წელს 14 წლის კარავაევამ გადაწყვიტა რომ საბჭოთა კავშირიდან წასულიყო: გოგონამ თავად სტალინს მისწერა. მან მიიღო მოწვევა მოსფილმის სკოლიდან, რის შემდეგაც სახლიდან გაიქცა და მშობლებს მხოლოდ პატარა წერილი დაუტოვა. ვალენტინა მაშინვე მიიღეს სტუდენტთა რიგებში, გამოუყვეს სასტუმრო, სტიპენდია და გადაიყვანეს კოლექტიური მეურვეობის ქვეშ. რამდენიმე თვის შემდეგ კარავაევამ თავისი პირველი ეპიზოდური როლებიც შეასრულა.
1941 წელს, როდესაც მოულოდნელად ომი დაიწყო, სტალინმა ქვეყნის საუკეთესო რეჟისორებს უბრძანა, გადაეღოთ რამდენიმე შთამაგონებელი ფილმი. იულიუს იაკოვლევიჩმა გადაწყვიტა დაეწერა სცენარი საფოსტო თანამშრომლისა და მძღოლის სიყვარულზე, სადაც მთავარი როლი სწორედ ვალენტინამ მიიღო. ვალენტინას სტალინის პირველი პრემია 21 წლის ასაკში გადაეცა, რის გამოც მისი ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.
1943 წელს, როდესაც ვალენტინა მძღოლთან ერთად მგზავრობდა, მანქანა მოცურდა და მთელი ძალით დაეჯახა ტრამვაის. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, კარავაევა კი უახლოეს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გონს რომ მოვიდა, ვალენტინამ უპირველეს ყოვლისა სარკე ითხოვა, მაგრამ მან მხოლოდ საკუთარი თვალები დაინახა - სახე მთლიანად შეხვეული ჰქონდა.
ვალენტინას სამსახიობო კარიერაც აქ დასრულდა. გოგონა არასდროს ტოვებდა სახლს მაკიაჟის გარეშე და სახეზე არსებული ნაწიბურების გამო რეჟისორებისგან არცერთი შემოთავაზება აღარ მისდიოდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ ავარიის გამო ვალია შვილის გაჩენას ვეღარასდროს მოახერხებდა.
1945 წელს ვალენტინას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ინგლისის საელჩოში მან დიპლომატი ჯორჯ ჩეპმენი გაიცნო. მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრეს მყისიერად შეუყვარდა გოგონა. ამავე პერიოდში ვალია მიიღეს მოსკოვის საქალაქო საბჭოს თეატრშიც.
და მოულოდნელად, ვალენტინას კარიერის პიკზე, მსახიობმა თეატრი დატოვა, სწორედ მაშინ, როდესაც ის მისი ბავშვობის საოცნებო სპექტაკლში, „თოლიაში“ მთავარ როლს თამაშობდა.
საბოლოოდ, ვალენტინა კარავაევა 1997 წლის დეკემბრის ბოლოს საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ვერავინ შეამჩნევდა მსახიობის სიკვდილს, სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა, დატბორილი რომ არ ყოფილიყო. მეზობელმა დასახმარებლად სამხედრო პირებს უხმო, ლეგენდარული მსახიობი კი ბინაში გარდაცვლილი, სასცენო კოსტიუმითა და მაკიაჟით იპოვეს. ვალენტინას პირადი ნივთები და ტანსაცმელი მუზეუმს გადაეცა და დღემდე მის კედლებში ინახება.