მოიფიქრე უკვე, როგორ გაახარებ დედას 3 მარტს? - გაიგე, თუ რა სჭირდება ყველა დედას - Marao

მოიფიქრე უკვე, როგორ გაახარებ დედას 3 მარტს? - გაიგე, თუ რა სჭირდება ყველა დედას

2023-03-02 14:58:16+04:00


ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დედას უჭირავს. რაც მეტად ვიზრდებით, მით მეტად ვიაზრებთ და ვაფასებთ იმ შრომას, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვას, რაც დედებმა ჩვენთვის გაიღეს. დამოუკიდებელი ცხოვრების თითოეული ეტაპი რთულია, რადგან თან მოგვდევს მოგონებები, თუ როგორი მარტივი და სასიამოვნო იყო ცხოვრება, როცა დედა გვივლიდა და ქვეცნობიერად მუდამ ვადარებთ აწმყოს იმ უდარდელ ბავშვობას.

3 მარტს ქართველები დედის დღეს აღვნიშნავთ და, აუცილებელია, ამ დღეს დედებმა მიიღონ უსაზღვრო სითბო, სიყვარული და პატივისცემა. თუ საჩუქრებით გიყვარს შენი სიყვარულის გამოხატვა, გააგრძელე კითხვა, რადგან ჩვენ გაგიმხელთ, თუ რა გააბედნიერებს ყველა დედას…

Glovo-სა და Tnet-ის შეთავაზებები საჩუქრის არჩევის პროცესს გაგიმარტივებს!

  • რამდენჯერ გიფიქრია, რომ დედა დასასვენებლად გაგეშვა?
ის, რაც ყველა დედას უპირობოდ სჭირდება, ეს დასვენებაა. წარმოგიდგენიათ, თუ რამდენ შრომას მოითხოვს, იყო დედა? რამდენი საზრუნავია, რამდენი საფიქრალი, განსაკუთრებით კი, თუკი ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა...

ამიტომ, ის, რაც ყველა დედის თვალებს მომენტალურად ააბრჭყვიალებს, ეს არის განტვირთვის, ქალაქგარეთ გასვლის და დასვენების 2 დღე!

  • რაც მეტად დამოუკიდებლები ვხდებით შვილები, მით მეტად სახალისო ხდება დედებისთვის საკუთარ თავზე ზრუნვა.
ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ დედა, პირველ რიგში არის ქალი. ქალი, რომლისთვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ, შვილების აღზრდის პარალელურად, ეს ფუფუნებაა.

აჩუქეთ დედებს საკუთარ თავზე ზრუნვის რამდენიმე საათი: სარელაქსაციო მასაჟი, გამაჯანსაღებელი თუ უბრალოდ, ესთეტიკური პროცედურები. გვერწმუნეთ, ის უბრალოდ უბედნიერესი იქნება!

სად უნდა შეარჩიოთ საუკეთესო სასაჩუქრე ვაუჩერი დასვენებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის? რა თქმა უნდა, SWOOP-ზე, თანაც ამ ყველაფრის ნახვა უკვე Glovo-ზეა შესაძლებელი! განსაკუთრებული ამბავი ისაა, რომ ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, 1+1 აქციით ისარგებლებთ და დედასთან ერთად, დასასვენებლად მის საუკეთესო მეგობარსაც გაუშვებთ... ან ერთის ნაცვლად, დედას 2 სარელაქსაციო პროცედურით გაახარებთ!

  • თავის მოვლის და კოსმეტიკურ პროდუქტებზე რას იტყოდით?
ბოლოს როდის აჩუქეთ დედას საყვარელი სუნამო? ტუჩსაცხი, რომლის ფერიც ყველაზე მეტად უხდება... სახის მოვლის პროდუქტების მთელი ხაზი? თვალის ჩრდილები, რომელიც მისი თვალის ფერს ეხამება... ბოლოს როდის უთხარით დედას, რომ ის თქვენთვის ყველაზე ლამაზი ქალია?

  • სახლის გალამაზება ყველა დედის ერთგვარი ჰობია
საჩუქრებზე ფიქრისას ცოტას თუ მოსდის აზრად სახლის აქსესუარები, რეალურად კი ყველას ძალიან გვახარებს და გვაბედნიერებს საკუთარი სივრცის გალამაზება და მორთვა. მოუთმენლად ველით დამღლელი დღის ბოლოს სახლში დაბრუნებას, დეკორაციებით მორთული ესთეტიკური გარემო კი განწყობას ერთიორად გვიმაღლებს და ამ სიამოვნებას კი ყველა დედა იმსახურებს.

თავის მოვლის პროდუქტებსა და სახლის აქსესუარებს Vendoo-ზე ნახავთ, თანაც Glovo-ს აპლიკაციაში . მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: გადაიხადეთ VISA ბარათით და მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე მომენტალურად აისახება!