ალბათ, გახსოვთ, რა მხიარული და თავისუფალი ქორწილი ჰქონდათ. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
მაკა და მიხეილი რა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი ტანდემი ბევრს მოსწონს, გულშემატკივრობენ და თბილი სიტყვებით ავსებენ.
მიხეილი მაკაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა, ფაქტია, რომ ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
16 მარტს მომღერალს დაბადების დღე ჰქონდა.
„ჩემი დაბადების დღე ჩემი გოგოების გარეშე წარმოუდგენელია და ჩემი ცხოვრებაც. 2023 წლის 16 მარტი სიმბოლური გამოვიდა, ოთხივე ვართ 40 წლის.“
