2017 წელი სრულდება, ახალი წლის დადგომასთან ერთად წინა წლის აქტუალური ამბები ისტორიად იქცევა და მალე მომავლისა და აწმყოს რიტმზე გადართულებს, ყველას დაგვავიწყდება ერთ დროს ცხელ-ცხელი ამბები.
2018 წლის დადგომამდე, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წლის ყველაზე ხმაურიან სკანდალებს.
ქეთა თოფურიასა და გუფის სკანდალი ზაფხულში დაიწყო, როცა ერთსა და იმავე კურორტზე დასასვენებლად წასულებს პაპარაცული ფოტო გამოუქვეყნეს, რომელზეც ჩანს, როგორ ეხუტებიან საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგო და ბიჭი ერთმანეთს შეზლონგზე. ქეთა ჯერ ქმარს გაშორებული არ იყო. ორივემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. მოგვიანებით ქეთა ქმარს გაშორდა. იმის მიუხედავად, რომ ქეთა და რუსი რეპერი რომანს უარყოფენ, ისინი პერიოდულად თავად აძლევენ ხალხს ჭორაობის საბაბს. ცოტა ხნის წინ მათ ერთად ჩართეს ლაივი, რომელშიც თავიანთ ურთიერთობაზე იხუმრეს. „ყველა გვეკითხება, როგორ ვურთიერთობთ. აი, ასე“ – თქვა ქეთამ. უცნობია, უღალატა თუ არა ქმარს მომღერალმა ან რა გახდა მათი დაშორების მიზეზი და რა ურთიერთობა აქვს ბუფთან, მაგრამ მომღერლისთვის 2017 წელი ძალიან სკანდალური წელი იყო.
ტასო ბარნოვამ, იგივე თათია სამხარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ შალვა რამიშვილი მას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. “ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა”, - განაცხადა თათიამ. მსახიობმა ბრალდებულს უჩივლა, მაგრამ რამიშვილი უარყოფს ბრალდებას. ის ამბობს, რომ სამხარაძე ტყუის. რა მოხდა სინამდვილეში, სამართალდამცველებმა დღემდე ვერ დაადგინეს. გაურკვეველი მიზეზების გამო გამოძიების პროცესი დიდხანს გაგრძელდა. ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
სექსუალური და მიმზიდველი მოდელი თამო ვაშალომიძე მოულოდნელად მრგვალი მუცლით მოგვევლინა. მოდელი ფეხმძიმობის ამბავს იქამდე ასაიდუმლოებდა, სანამ მუცელი მკვეთრად დაეტყობოდა. ქართველი, ამერიკის მოქალაქე ბიზნესმენის ვინაობა, ვისგანაც ვაშალომიძე გოგონას ელოდება, უცნობია. თამო თაყვანისმცემლების გაოცებას განაგრძობს. ის აპირებს, საქმრო ფართო საზოგადოებას მხოლოდ ქორწინების შემდეგ წარუდგინოს. თამოს ცხოვრებაში ამგვარი სიახლე საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ფეხმძიმე მოდელი კამერების წინაშე გაშიშვლდა, რაც არანაკლებ სკანდალური ნაბიჯი იყო.
ცისნამი საყვარლიშვილისა და იუნა შაფათავას დაპირისპირებაც განხილვის ობიექტად იქცა. ცისნამი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელმაც კონკურსზე “მის ტურიზმი" “მის სიკეთის" ტიტული მოიპოვა. იუნა შაფათავამ სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით სკანდალური განაცხადი გააკეთა, მან ცისნამის თაღლითი უწოდა. ცისნამიზე მინიჭებული ტიტულით გამოწვეული აყალმაყალი კონკურსის ორგანიზატორებამდეც მივიდა, რის შედეგადაც ცისნამის ჩამოართვეს ტიტული. “I got fired by Marcie და გილოცავთ შაფათავასნაირებო, თქვენ გაიმარჯვეთ. იმდენი დასცინეთ, აგინეთ და გულისამრევი სიტყვები დაწერეთ ამ კონკურსზე, რომ თქვენ გამო და თქვენი უარყოფითი პოსტების გამო მე დავისაჯე. კიდევ ერთი ბოროტება გამიკეთეთ, როგორც მაშინ, როცა იტალიურ ტელევიზიაში რეკავდით და ჩემზე ეუბნებოდით, უსაბუთოს ნუ ამუშავებო”, - განაცხადა ცისნამიმ.
დიდი ხმაური მოჰყვა ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას კიევში. სააკაშვილის დასაკავებლად სპეცრაზმელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი სახურავს შეაფარა, ბინის ირგვლივ კი მისი მომხრეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების კადრებით აჭრელდა სოცქსელები, სააკაშვილზე ალაპარაკდა მთელი საქართველო, უკრაინა, რუსეთი და სხვა არაერთი ქვეყნის მედია. გაშმაგებულ მომხრეებს სპეცრაზმელებმა პატიმართან ერთად დააღწიეს თავი, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლეს. “ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, როგორც მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ.
მერიემ კაკაურიძე

4 ქართველი, რომელმაც 2017 წელს ხალხი აალაპარაკა

წლის ტოპ 5 გამორჩეული ქართული ქორწილი