როგორ მოვიშოროთ ჩამოკიდებული მუცელი! მინუს 15 სმ 20 დღეში!

როგორ მოვიშოროთ ჩამოკიდებული მუცელი! მინუს 15 სმ 20 დღეში!
პირველ რიგში, რაც ამ 20 დღის განმავლობაში უნდა აუცილებლად აკეთოთ, სვათ დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი (რა თქმა უნდა, ჩვევადაც უნდა გაიხადოთ). ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე იწყებთ პრესის ვარჯიშს:
  1. პირველი კვირა – 30-ჯერ;
  2. მეორე კვირა – 40-ჯერ;
  3. მესამე კვირა – 50-ჯერ;

საუზმე და ვახშამი მკაცრად განსაზღვრულ დროს მიირთვით. ვახშამი არაუგვიანეს 18:00 საათისა.
საუზმეზე უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე მომზადებულ ფაფებს, სადილზე - ორთქლზე მომზადებულ ბოსტნეულს (სასურველია უმარილოდ), ვახშმად – რაც გენებოდ, ოღონდ გამორიცხეთ ტკბილეული და ეცადეთ, გამოიყენოთ ნაკლები მარილი.

კომპიუტერთან მუშაობისას, სიარულისას და საერთოდ, ყველგან - არ დაივიწყოთ შეზნექილი მუცელი და გამართული წელი – ეს ბევრად აჩქარებს მუცლის მოშორების პროცესს.

ყოველდღე ვახშმის შემდეგ აუცილებელია შეასრულოთ სუნთქვითი ვარჯიშები:

დაწექით იატაკზე ზურგზე, ჩაისუნთქეთ ნელა მკერდით ცხვირიდან, შემდეგ მკვეთრად ამოისუნთქეთ პირით; ამასთან, შეზნიქეთ მუცელი რაც შეიძლება ძლიერად. გაიმეორეთ ვარჯიში 20-ჯერ.

შემდეგ შეასრულეთ საღამოს ვარჯიში. არ შეგეშინდეთ, ის მარტივია და ძირითადად, მუცელზეა მიმართული. დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე და დაიწყეთ ნელი სირბილი ადგილზე, ხან შეაერთეთ, ხან განზე გასწიეთ ფეხები; ამასთან, ტორსი ატრიალეთ ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, რათა კარგად გახურდეს მუცლის კუნთები.

15-წუთიანი სირბილის შემდეგ გააკეთეთ 30 პრესი. ასეთი საღამოს ვარჯიში კვირაში მინიმუმ 3-ჯერ შეასრულეთ.

დამატებით:

  • გამოიყენეთ ტანის სკრაბი (რაც ხშირად, მით უკეთესი). ის კანს მუცელზე ელასტიკურს გახდის და გადაჭიმავს – ჩვენ ხომ ესეც გვჭირდება!
  • კვირაში ერთხელ მოაწყვეთ განტვირთვის დღე, მხოლოდ წყალზე. თუ გაგიჭირდათ, კეფირზე ან ვაშლზე.

ასევე იხილეთ: 4 მარტივი ვარჯიში იდეალური, ბრტყელი მუცლის მისაღებად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ქეთი
მაგარია ყველაფერი სიმართლეა
00:22 / 23-07-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93