უშრომელად რომ ვერაფერს მივაღწევთ, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. იდეალური სხეულის მისაღებად ბევრი ოფლის დაღვრაა საჭირო და თუ არ გვაქვს საშუალება ყოველდღიურად ფიტნეს დარბაზში იაროთ, ნუ დაიზარებთ - სახლში წაივარჯიშეთ!
ეს სავარჯიშო კომპლექსი დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის მოცილებაში და მუცლის, დუნდულებისა და თეძოს კუნთების გამაგრებაში.
1. გამართულად დადექით, ხელები ტანის გასწვრივ. მარჯვენა ფეხი მოხარეთ წინ, მარცხენა - უკან დაჭიმეთ, ამასთან ხელები მაღლა აწიეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე გაიმეორეთ უკვე მარცხენა ფეხით. თითოეულ ფეხზე 15 ბრუნვა შეასრულეთ. გახსოვდეთ: გაიმართეთ!

2. გაიმართეთ, ფეხები გაშალეთ თეძოების სიფართეზე. მუხლები ოდნავ მოხარეთ და ხელები თეძოებზე დაიდეთ. მარჯვენა ფეხით მცირე ნაბიჯი გადადგით, მარცხენა კი აწიეთ. გააკეთეთ ნახტომი მარჯვენა ფეხზე, ხელები თავს ზემოთ აჭიმეთ. შეცვალეთ ფეხების პოზიცია და გაიმეორეთ 20-ჯერ.

3. გაიმართეთ, ფეხები - მხრების სიგანეზე, ოდნავ მოხრილი. ჯერ ჩაჯექით, შემდეგ გააკეთეთ ნახტომი,ხელები კი მაღლა აჭიმეთ. იატაკზე ჩამჯდარი დაეშვით, ხელები კი ჩამოუშვით. გაიმეორეთ15-ჯერ.

4. გაიმეორეთ პირველი სავარჯიშო, ოღონდ ამ შემთხვევაში ნახტომებით. გაიმეორეთ 10-10-ჯერ თითოეულ ფეხზე.

5. დაწექით მუცელზე, შემდეგ აწიეთ ტანი ხელებთან ერთად. ამპოზაში 10 წამით შეჩერდით, შეეცადეთ ზურგში არ მოიხაროთ. სავარჯიშო გაიმეორეთ 7-ჯერ.

ასევე იხილეთ:
"ფემრერის გასეირნება" და კიდევ 3 ვარჯიში - შედეგად, სულ მოკლე ხანში საკუთარ ფეხებს ვერ იცნობთ!
