თუ ზედმეტი წონის პრობლემა გაქვთ, ალბათ, უამრავი დიეტა სცადეთ. გირჩევთ, 20 ეფექტური რჩევა გაითვალისწინოთ.
- გაიღვიძეთ 5-6 საათზე, ამ დროს სხეული ენერგიით ივსება და ტოქსინებს გამოდევნის სხეულიდან.
- დალიეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი ლიმონის ნაჭრით, რათა გაგიუმჯობესდეთ ნივთიერების ცვლა.
- დილაობით ცხვირი თბილი, მარილიანი წყლით გამოიბანეთ.
- დილაობით გაისუფთავეთ და დაიმასაჟეთ სახის კანი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.
- კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ მკერდის მასაჟი ქუნჯუთის ზეთით.
- კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ თავის მასაჟი ქოქოსის ზეთით.
- დილაობით 30 წუთი ივარჯიშეთ.
- ყოველ დილით 10 წუთი გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში.
- საღამობით 20-30 წუთი დაუთმეთ მედიტაციას.
- იკვებეთ დღის განმავლობაში მცირე ულუფებით ხშირად და ნუღარ შეჭამთ 7 საათის შემდეგ.
- ნუ შეჭამთ სხვადასხვა სირთულის პროდუქტს (ხორცი-კარტოფილი) ერთად.
- ყოველ საუზმეზე შეჭამეთ ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, რათა გაგიუმჯობესდეთ ნივთიერებათა ცვლა.
- ჭამის დროს სვით ყლუპებით თბილი წყალი, რათა გააქტიურდეს მეტაბოლიზმი.
- ყველაზე მსუყე სადილი შუადღეს მიირთვით. საღამოს იკვებეთ მსუბუქად.
- მოამზადეთ სადილი ერბოზე.
- მიირთვით ნატურალურ იგრედიენტებზე დამზადებული კერძები.
- ისუნთქეთ ევკალიპტის ზეთის ორთქლი, მოიშორებთ ალერგიას.
- ყოველდღიურად მიირთვით სტაფილოს (300 მლ), ჭარხლის (100 მლ) და კიტრის (100 მლ) ნარევი წვენი.
- რეგულარულად მიიღეთ ვიტამინები და მინერალები.
- ძილის წინ დალიეთ თბილი წყალი.