კიტრიანი წყალი არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში. დიახ, სწორედ კიტრი ითვლება სხეულის ერთ-ერთ საუკეთესო დამატენიანებლად, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია წონაში კლების დროს.
კიტრიანი წყალი სხეულს საჭირო ტემპერატურას შეუნარჩუნებს, დაეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. თქვენ გექნებათ მეტი ენერგია და ორგანოებიც უკეთესად იმუშავებს.
აი, სასარგებლო რეცეპტი:
კიტრიანი წყალი ლიმონით და პიტნით
8 ჭიქა წყალი;
1 ლიმონი;
1 საშუალო კიტრი;
1 საშუალო კონა პიტნა;
გააჩერეთ 8 სთ, სვით და ისიამოვნეთ!
ლიმონი სუპერსაშუალებაა წონაში კლებისთვის.
აი, ლიმონიანი წყლის მომზადების სწორი მეთოდი