როგორ დაეხმარა ჩაის კოვზი გოგონას 54 კილოს დაკლებაში

როგორ დაეხმარა ჩაის კოვზი გოგონას 54 კილოს დაკლებაში
21 წლის დანიელი მატილდა ბრობერგი ახლა ფიტნეს-მწვრთნელად მუშაობს. გოგონამ სხეულის მასის ნახევარი დაიკლო.
"ადრე ჩიფსებს, შოკოლადს, ტორტს, მაკარონს, ფასტ-ფუდს - ერთი სიტყვით, ყველაფერს მივირთმევდი. ახლა მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მივირთმევ". - ამბობს მატილდა.

გახდომაში გოგონას ჩაის კოვზი დაეხმარა. ჩაის კოვზი გახდა საკვების მთავარი საზომი. ახლა იგი მხოლოდ ჩაის კოვზით მიირთმევს. ამ გადაწყვეტილებამდე მაშინ მივიდა, როცა ატრაქციონ "ამერიკულ მთებზე" ზედმეტი წონის გამო არ შეუშვეს. იმ პერიოდში გოგონა დღეში 3500 კალორიას იღებდა.


"სკოლის გამოსაშვებ პიესაში ვმონაწილეობდი. ფოტოები რომ
დავათვალიერე, მივხვდი, კოლეჯში ასეთი სხეულით ვერ წავიდოდი და წონის დაკლებაზე დავიწყე ზრუნვა".

გოგონამ 54 კილო დაიკლო. ახლა 67-ს იწონის. ახალ იმიჯს ის უფუჭებდა, რომ გახდომის შემდეგ გოგონას კანი ჩამოეკიდა. მაგრამ ეს პრობლემაც გადაილახა. მატილდამ 10 ათასი დოლარი მიიღო სახელმწიფოსგან და აბდომინოპლასტიკა გაიკეთა.

ახლა გოგონა ამაყობს საკუთარი სხეულით და ნამდვილად ბედნიერია. მუშაობს მოდელად, ფიტნეს-მწვრთნელად, სოციალურ ქსელებში კი ხშირად პოზირებს ბიკინიში. მის მიმართ ინტერესს ის ბიჭებიც ავლენენ, რომლებიც ადრე სიმსუქნის გამო აბუჩად იგდებდნენ.


"მოულოდნელად ბიჭების ყურადღება დავიმსახურე. უკვე პაემანსაც მინიშნავენ. მაგრამ ჩემი პრინციპი მაქვს, თუ მსუქანი არ ვჭირდებოდი, ისინი ჩემს ახალ სხეულსაც არ იმსახურებენ".
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი