თამო გოგეშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია. მას ყოველდღე უამრავი ადამიანი სწერს და მიმართავს მთავარი კითხვით - როგორ დაiკელი? მათ იციან, რომ წლების წინ თამო ჭარბწონიანი იყო, თუმცა გოგონა თავის თავზე საუბარს მათთვის პერსონალური ცხრილების შედგენას ამჯობინებს.
თამომ ფეისბუქზე ჯგუფიც კი გააკეთა და უამრავ ადამიანს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დიდი დახმარება გაუწია.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რაში მდგომარეობს მისი დიეტების მთავარი პრინციპი და იმ გოგონებს დავუკავშირდით, რომელთა ცხოვრება თამოს გაცნობის და მის მიერ შეთავაზებული კვების რაციონის შემდეგ შეიცვალა:
ირინა ჭაბუკიანი (-25 კგ): დილას ყავით ვიწყებდი. ზოგადად, უშაქროს ვსვამ, მაგრამ დაშვებულია დამატკბობელი რძე ორ პროცენტზე დაბალი მაჩვენებლით. საუზმეზე მივირთმევდი ქატოს ფაფას რძით, დარიჩინით. 2 კვერცხი დღეში ნებადართული იყო. ასევე, მივირთმევდი ნებისმიერ ხორცეულს მოხარშულს ან გრილზე მომზადებულს, მაწვნის სუპს, თევზს ღუმელში შემწვარს, ყავას/ჩაის, საღამოს აუცილებლად მაწონს ვჭამდი.
მოკლედ, ძალიან მდიდარი რაციონი გვაქვს, ვერც მიხვდები თუ დიეტაზე ხარ. კვების რაციონის მოწესრიგება ნამდვილად რთულია. თამო რომ არ ყოფილიყო, მე ალბათ მარტო ვერ შევძლებდი. საჭიროა თავისებური დარიგება, კონტროლი, რჩევა... სამწუხაროდ, ბევრი იკლავს თავს შიმშილით, ლუკმებს ითვლიან და საავადმყოფოში ხვდებიან. სწორი მრჩეველია საჭირო, რომელსაც აქვს შესწავლილი და იცის, რა რისთვისაა კარგი და ცუდი.
მე მისი დახმარებით 25 კგ დავიკელი. დიდი მადლობა მას, რომ სამი თვე გამიძლო, დაუზარებლად მარიგებდა და იზიარებდა ჩემი მიღწევების სიხარულს. ის ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გავიცანი და დავმეგობრდით.
სალი მაზიაშვილი (-40 კგ): ძირითადად, ცილებით ვიკვებებოდი. მე ფრუქტოზა, ხილი მასუქებს. ხორცი, ხაჭო და მაწონი კი საოცრად წვავს ცხიმებს. პირველ რიგში, რაც გახდომაში დაეხმარება ყველა ჭარბწონიანს, არის საკუთარი თავის რწმენა და შემდეგ უკვე სწორი კვება. აუცილებლად უნდა მიიღონ წყალი სწორად, იარონ რაც შეიძლება მეტი. არასდროს მივარჯიშია, უბრალოდ, საღამოობით დავდიოდი ძალიან ბევრს სწრაფი ნაბიჯით.
თამო არის ძალიან კარგი გოგონა. იმდენ ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგთან დავდიოდი, საკმაოდ დიდ თანხებს ვხარჯავდი და ვერ დავიკელი მაინც. ფსიქოლოგიურად ძალიან შემამზადა და ყოველდღე ისე მამხნევებდა, არაფრით არ მომცა დანებების საშუალება. საბოლოოდ 40 კგ დავიკელი.
თიკო ნატროშვილი (-20 კგ): „ფეისბუქზე შემთხვევით ვიპოვე გოგონა, რომელიც წერდა, რომ ადრე ძალიან მსუქანი იყო. მსგავსი პრობლემა მეც მქონდა და დავინტერესდი, როგორ დაიკლო. ვიფიქრე, მეც ვცდი, იქნებ მეც დავიკლო-მეთქი და მივწერე. თამომ შემიდგინა დიეტის ცხრილი. 3 თვეში 20 კგ დავიკელი და სულ სხვა ადამიანად ვიქეცი.