კილოგრამებთან ბრძოლა მარტივი პროცესი არაა, მით უფრო, როცა საქმე ბევრ კილოგრამს ეხება.
ამაში ყველაზე გამოცდილი ქართველი გოგონებიც დაგვეთანხმებიან.
თამო გოგეშვილმა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა წლების წინ დაიწყო, მისი მაქსიმუმი დაკლებული 35 კილოგრამია. ჭარბ წონასთან ჭიდილის დროს ის დიეტოლოგიის საიდუმლოებებში ისე გაერკვია, მზადაა გამოცდილება სხვებსაც თამამად გაუზიაროს. ამჯერად ის გვირჩევს, როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა მარხვის დროს და გვთავაზობს საკუთარ რეცეპტებს უგემრიელისი სამარხვო, დიეტური კერძების მოსამზადებლად.
„დილას მიიღეთ ბურღულეული. მაგ წიწიბურა, ქატო, შვრია, სადილი - ბოსტნეულიგან დამზადებული. წვნიანები, მაგ. ბორში, სოკოს წვნიანი, და ა. შ. სოიოს გამოყენებაც შეგიძლიათ. ვახშმად - სალათები“,- ამბობს თამო.
Marao.ge გთავაზობთ დიეტური კერძის რეცეპტს:
პომიდვრის ტოლმა
ინგრედიენტები:
- დიდი პომიდვრები
- 40 გ დუკანის ბრინჯი
- დუკანური მაიონეზი
- ლიმონის ცედრა
- ბაზილიკი
- ოხრახუში
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი :
მოხარშეთ ბრინჯი გარნირად. პომიდვრებს მოაჭერით თავი ისე, რომ მოჭრილი ნაწილი ისევ პომიდვრის თავზე დაეხუროს, ჩაის კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი, მოაყარეთ მარილი და დასაწრეტად დაამხვეთ პირქვე. მოხარშული ბრინჯი, მაიონეზი, მწვანილი, ბაზილიკი, ლიმონის ცედრა და პილპილი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შემდეგ გაანაწილეთ პომიდვრებში. კარგად ამოავსეთ და დაახურეთ მოჭრილი ნაწილი, „თავი“. გამოაცხვეთ ღუმელში რაც შეიძლება ნაკლები ზეთით.
ლობიოს სალათი
ინგრედიენტები: - ლობიო
- ხახვი
- ნიორი
- მწვანილი
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი :
მოხარშეთ ლობიო, კარგად გაწურეთ და გადაიტანეთ ჯამზე, დაამატეთ დანაყული ნიორი და ქინძი, სასურველია ცოტა ძმარიც, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ხახვი.
4 უგემრიელესი კერძის რეცეპტი გოგონასგან, რომელმაც ამ მეთოდით 25 კგ დაიკლო