დიეტა „2 საათის შემდეგ“ - საკვების შეზღუდვის გარეშე

დიეტა „2 საათის შემდეგ“ - საკვების შეზღუდვის გარეშე
გაგიგიათ დიეტის შესახებ „2 საათის შემდეგ?“ ეს არის სპეციალურად ორიენტირებული კვების სისტემა, რომელიც სტერეოტიპებს არღვევს, ვინაიდან აგებულია იმაზე კი არა, რამდენად შეზღუდოთ საკვები, არამედ პირიქით, საკმაოდ ბევრ ულუფას ითვალისწინებს დღის განმავლობაში.
торт часы фото
სისტემა მარტივია: უნდა იკვებოთ ყოველი 2 საათის გასვლის შემდეგ. სხვაგვარად მას დიასახლისების დიეტაც ეწოდება. მისი დაცვა მარტივი და სასიამოვნოა ყველაზე დაკავებული ადამიანებისთვისაც კი. ასეთი კვების სტილით 60 დღის განმავლობაში 15-20 კგ-ს დაემშვიდობებით.
დიეტის ძირითადი პრინციპები:
продукты на столе фото
ამ დიეტის უპირატესობა ის არის, რომ კვების სისტემა გვთავაზობს საკვების
ხშირად მიღებას. იმისათვის, რომ წონას სწრაფად დაემშვიდობოთ, ერთი ოქროს წესი უნდა დაიმახსოვროთ: მიირთვით ყოველ 2 საათში ერთხელ, ოღონდ რა თქმა უნდა, მცირე ულუფებით.
диета фото
რაში მდგომარეობს საიდუმლო? დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმი წყვეტს ცხიმებით ორგანიზმის შევსებას, თუკი თქვენ რეგულარულად აწვდით აუცილებელ საკვებ საშუალებებს. ფაქტობრივად, ეს არის მკაცრი დიეტების სრულიად საწინააღმდეგო დიეტა.
диета через 2часа фото
როგორ მუშაობს ეს? 2 საათში ერთხელ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი პროდუქტი მიირთვათ. ჭიქა ყავაც კი დაშვებულია, თუმცა დამატებით არაფერი შეურიოთ.
кофе фото

დიეტის მენიუ - „2 საათის შემდეგ“

  • დილას გაღვიძებისთანავე მიირთვით პატარა შაქრის ნატეხი. ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ ერთი ნაჭერი პური მიირთვათ.
  • 2 საათის შემდეგ მიირთვით ბუტერბროდი ნაღებით, ყველითა და პომიდვრით.
  • შემდეგი საკვების მიღების რაციონი ბანანითა და ვაშლით შემოიფარგლება.
  • შემდგომ კი გამომცხვარი კარტოფილი ხორცის ნაჭერთან ან თევზთან ერთად მიირთვით.
Image result for Основные принципы диеты
შემდეგი ეტაპი - დროა, ტკბილეულით ჩაიტკბარუნოთ პირი (რა თქმა უნდა, შავი შოკოლადი იგულისხმება). კიდევ 2 საათში შეგიძლიათ 200 მლ სითხე და შემდგომ - მჟავე ხილი მიირთვათ.
ასეთი კვების რეჟიმი დამატებით ჩანთასა და კონტეინერებს მოითხოვს, თუმცა ღირს, დამეთანხმებით. არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა, ის დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობითა და ნებისმიერ დროს.
Image result for Основные принципы диеты
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93