ვერც ერთი დიეტოლოგი ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი დიეტა არსებობს მსოფლიოში. დიეტები უამრავია - პატარა, ხანგრძლივი და მკაცრი. ჩვენ კი სამდღიანს გთავაზობთ, რომელიც 3 კილოს მოგაკლებთ (50-60 კილოზე) და 4-5 კილოს (60 და მეტ კილოზე).
ცხიმის თხელი ფენის წვა დაიწყება მეორე დღიდან. პირველ რიგში, ზედმეტი სითხისგან გათავისუფლდებით. მოგშორდებათ შეშუპება. გათვისუფლდებით წიდებისა და ტოქსინებისგან, გაისუფთავებთ ნაწლავებს. დაგიპატარავდებათ კუჭი, რაც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ სამდღიანი დიეტის შემდეგ ბევრს ვეღარ შეჭამთ. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.
![](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/d/diety-na-3-dnya/2.jpg)
ბრინჯის დიეტა![](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/d/diety-na-3-dnya/3.jpg)
სწრაფად და მარტივად შეიწოვება, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. ამასთანავე, ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც გასტრიტი აწუხებს. ბრინჯი უნდა მიირთვათ ცხიმისა და მარილის გარეშე. შეგიძლიათ სვათ უგაზო მინერალური წყალი და ჩვეულებრივი წყალი.
იხილეთ მენიუწიწიბურის დიეტა![](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/d/diety-na-3-dnya/4.jpg)
იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ფიტნესითაა დაკავებული. არის ცილის საბადო (10-12 გრამი 100 გრამ პროდუქტზე), ბრინჯზე დაბალკალორიულია. წიწიბურა არ მოხარშოთ, ცხელი წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. გემოსთვის შეგიძლიათ სოიის სოუსი მოასხათ.
კეფირის/მაწვნის დიეტა![](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/d/diety-na-3-dnya/5.jpg)
ბევრ ცილას შეიცავს და კუჭსაც დანაყრების შეგრძნება უჩნდება. ახშობს შიმშილის გრძნობას. 100 გრამი 30-40 კალორიას შეიცავს. გარდა ამისა, ბრინჯის მსგავსად, შემომგარსველი ეფექტი აქვს და სასარგებლოა ნაწლავური მიკლოფლორისთვის.
დღეში 2 ლიტრი კეფირი უნდა მიიღოთ. და არ დაგავიწყდეთ წყლის სმა.
ხაჭოს დიეტა![](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/d/diety-na-3-dnya/6.jpg)
მშიერი არ დარჩებით, მაგრამ ნიუანსიც არსებობს. ხაჭო ძირითადად ცხიმისა და ცილისგან შედგება. ერთ ულუფაზე 200 გრამი ხაჭო უნდა შეჭამოთ. მასთან ერთად უნდა მიირთვათ უჯრედისი, ვაშლი, ფორთოხალი. სასურველია, დღეში 1 სადილის კოვზი თაფლიც ჭამოთ.
კვერცხის დიეტა![](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/d/diety-na-3-dnya/7.jpg)
მას იაპონურ დიეტასაც ეძახიან. ის ძალიან ეფექტიანია. კვერცხი აზიელი ადამიანების ძირითადი საკვები პროდუქტია და სწორედ ის ეხმარება მათ, სიბერეშიც მოხდენილები და ჯანმრთელები რომ არიან. კვერცხი არ შეიცავს შაქარს. სამდღიანი დიეტის განმავლობაში მხოლოდ მოხარშული კვერცხი (2-3 ცალი) უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ სალათის ფურცლებიც დაამატოთ. ეცადეთ, მარილი არ ჭამოთ.
5 საუკეთესო სამდღიანი დიეტა მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა გამოსცადა. მათი რჩევით, მონოდიეტა უმჯობესია, უქმეებზე დაიცვათ, რადგან ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. პირველ დღეს შეიძლება თავი წამოგტკივდეთ, მაგრამ რაიმე დაავადებას და დარღვევას არ იწვევს.
წყარო: sovkusom