როგორ მივაღწიოთ სასურველ ფორმებს - რომელ ვარჯიშებს ამჯობინებენ ქართველი სელებრითები (+ვიდეო)

როგორ მივაღწიოთ სასურველ ფორმებს - რომელ ვარჯიშებს ამჯობინებენ ქართველი სელებრითები (+ვიდეო)
ლამაზი ფორმები ყველა ქალის ოცნებაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ხრიკით სასურველი შედეგი მივიღოთ. საინტერესოა, რა ხერხს მიმართავენ ქართველი ცნობილი ქალბატონები, რომ სხეულს ახალი, უფრო ჯანსაღი იერსახე შესძინონ.
ჩვენ შევკრიბეთ ვიდეოები, რომლებმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ამავდროულად, გამოსადგეგიც შეიძლება იყოს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ვარჯიშობს. ეს გახლავთ დუნდულების სპეციალური ვარჯიში, რომელსაც უცხოეთშიც არაერთი ქალბატონი მიმართავს და საკმაოდ ეფექტურია. 
აღსანიშნავია, რომ შორენა უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად ვარჯიშობს და ცდილობს,
ფორმიდან არ ამოვარდეს.


მსახიობს არც მოდელი თამო ვაშალომიძე ჩამორჩება. მიმზიდველი ქალბატონი ფიტნესით აქტიურადაა დაკავებული. გთავაზობთ ვიდეოს, რომელში არსებული მოძრაობებიც ფორმების გამოსაკვეთად არანაკლებ ეფექტურია. 

ამ შემთხვევაში კი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი პრესის ვარჯიშებს აკეთებს, თუმცა ამგვარი ვარჯიშით მკერდის ფორმის გამოკვეთაც შესაძლებელია. მთავარია, ტრენერი სწორად შევარჩიოთ და არასწორი მოძრაობები თავიდან ავირიდოთ, რათა შედეგმა სასიამოვნოდ გაგვაოცოს და არა პირიქით. "სავარჯიშოდ შედიხარ და ასეთ ბიოლოგიურ შედევრს, ხელოვნების ნიმუშს რომ დაინახავ, როგორ უნდა ივარჯიშო" - წერს ერთ-ერთი გამომწერი მამაკაცი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
tata
დარბაზში,რომ იარო თვეში 100 ლრი მაინც გინდა.300 ლარზე,რომ მუშაობ ისედაც არაფერში გყოფნის ეს კაპიკები,ბეგაშვილისნაირები კიდევ მაგდენს 1 საათში ხარჯავენ.
10:53 / 26-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სხვათაშორის ვარჯიში გადასარევია ემოციური განტვირთვისათვის ეს კულტურა რომ იყოს ჩვენში ამდენი ფსიქიკა შერყეული და ბოროტი არ ივლიდა ქუჩაში რა უნდა თუნდაც კვირაში ერთხელ რომ იაროს ხალხმა სპორტ დარბაზში? მაგრამ ამის მაგივრად უამრავ სისულელეში ხარჯავენ ფულს და ნერვებს ფეისბუქზე იოკებენ შორენას და სხვების გინებაში
16:05 / 24-10-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93