3 ეფექტური ვარჯიში, რომლის შესრულებასაც სახლშიც მარტივად შეძლებთ - Marao

3 ეფექტური ვარჯიში, რომლის შესრულებასაც სახლშიც მარტივად შეძლებთ

2022-05-07 12:47:17+04:00


დენის სიჩევი, მონოსტუდიოს ქსელის დამფუძნებელი და იდეოლოგიური ინსპირატორი გვიყვება, სად უნდა ვეძებოთ ძალა და როგორ გავაკეთოთ ვარჯიშები სწორად.

მათ ვისაც სურს, რომ მოიშოროს დაღლილობის გამუდმებული შეგრძნება, ექსპერტის აზრით, შთაგონება და ცხოვრების გემო საკუთარ თავში უნდა ეძებონ, და არა დილამდე სატელევიზიო შოუს ყურებაში, ალკოჰოლში, ტკბილეულში ან სოციალურ ქსელებში. თუ თქვენ ბოლო დროს მიატოვეთ სპორტი და გამოხვედით რეჟიმიდან, მაშინ შეეცადეთ ნელა, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდეთ ძველი ცხოვრების წესს.

”ეძებეთ შთაგონება ყველგან. ახალი კბილის პასტის ან სუნამოს სურნელში, ახალ წიგნში ან თქვენს საყვარელ ნივთში, მთელ ამ მრავალფეროვნებას, დაამატეთ ის, რაც ვიცი, რომ ნამდვილად დაგეხმარებათ - ფიტნეს აღჭურვილობა. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ვხედავ, როგორ მეხმარება პილატესის ტექნიკა არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს კლიენტებსაც. თუ არ გაქვთ სტუდიაში წასვლის შესაძლებლობა, მაშინ შეგიძლიათ სავარჯიშოები სახლშიც მარტივად შეასრულოთ. ისინი დიდ დროს და ძალისხმევას არ წაგართმევენ, სამაგიეროდ კი საგრძნობლად გაგიუმჯობესებენ განწყობას.”- გვირჩევს დენისი.

სავარჯიშო 1

დაჯექით მყარად, ზურგით კედელთან, ფეხები პირდაპირ მხრების სიგანეზე მოათავსეთ. ქუსლები მყარად დააწყვეთ იატაკზე, ხელები წინ გაშალეთ. ნელა დაიხარეთ მუხლებამდე, შეეცადეთ იგრძნოთ ხერხემლის მოძრაობა, ეცადეთ ფეხის თითებს ხელით შეეხოთ, შემდეგ კი თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდით.

სავარჯიშო 2

დადექით კედლის პირდაპირ, გაშალეთ ხელები, შემდეგ გადაწიეთ ისინი თავს უკან მხრებამდე. ხელები ჩამოსწიეთ წელამდე, შემდეგ წინ მუცლამდე, ისევ თავს ზემოთ და ა.შ. ყველა ვარჯიში უნდა შესრულდეს თქვენთვის კომფორტულ და ოპტიმალურ ამპლიტუდაში, სუნთქვის შეკავების გარეშე.

სავარჯიშო 3

მოთავსდით იატაკზე ქალთევზას პოზაში, შეაერთეთ ფეხები და დაჯექით ზემოდან. მარცხენა ხელითა და ფეხით გადაიწიეთ მარჯვნივ, შემდეგ მარჯვენა ხელითა და ფეხით გადაიწიეთ მარცხნივ, გაიმეორეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

ფეხების გასახდომი უმარტივესი და ძალიან ეფექტური ვარჯიშები - მოემზადეთ ზაფხულის სეზონისთვის

"15 კგ დავიკელი ისე, რომ გემრიელ საჭმელზე უარი არ მითქვამს“ - პოპულარული ბლოგერი თავისი გამოცდილებისა და იდეალური წონის შენარჩუნების შესახებ

წყალი ჩიას თესლით ბრტყელი მუცლისთვის - როგორ მოქმედებს პოპულარული მეთოდი