ორთქლის დიეტის მთავარი პრინცი არის ის, რომ ორთქლზე მოხარშული საკვები ზეთის დამატების გარეშე უნდა მიირთვათ. ორთქლის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო გზაა წონის დასაკლებად.
დიეტას აქვს უამრავი უპირატესობა და არის ერთადერთი დიეტა, რომელიც არ შეიძლება იყოს საზიანო ჯანმრთელობისთვის, რადგან არ არსებობს კონკრეტული შეზღუდვები საკვების მიღებაზე ან მომზადებაზე, საკმარისია რომ რაციონიდან შემწვარი კერძები ამოიღოთ. ამიტომ დიეტის დაცვა შეგიძლიათ შეუზღუდავი დროის განმავლობაში.
შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი, თევზი, ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი და თუნდაც უცხიმო ცომეულიც კი.
კერძის ორმაგ ქვაბში მომზადება მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფია. ერთ მათგანს გაზზე ათავსებთ, მეორეს კი მასში დებთ, რომ საჭირო რაოდენობის ორთქლი მიიღოთ. თქვენი კერძი არც ძალიან სწრაფად მოიხარშება და არც დაიწვება, შესაბამისად მუდმივად გაზქურასთან დგომაც არ მოგიწევთ.
კერძების მომზადება შესაძლებელია ერთდროულად, მაგალითად, ხორცი შეგიძლიათ მოათავსოთ ქვაბის ქვედა ნაწილში, ხოლო გარნირი ზემოდან.
ცხიმის ან ზეთის სრული არარსებობა არის იმის გარანტია, რომ საკვები მსუბუქი და დიეტურია.
ამასთან, ორმაგ ქვაბში საკვები უკეთ ინარჩუნებს ბუნებრივ ნივთიერებებს. ამიტომ ორთქლის დიეტა დადებითად მოქმედებს შინაგანი ორგანოებისა და სისტემების მუშაობაზე.
მომზადების დროს საკვებში ვიტამინებისა და მინერალების შენარჩუნების გამო, საკვები უფრო ჯანსაღი და სასარგებლო ხდება - ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ გაახალგაზრდავებას: კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება.
ორთქლის დიეტის დროს შეგიძლიათ კვირაში 1,5-2 კგ-მდე ჭარბი წონა დაიკლოთ.
მიირთვით თევზი და ხორცი ნახშირწყლების გვერდითი კერძის გარეშე, ნახშირწყლებიანი საკვებისა და ცილის მოხმარებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
ბოლო კვება უნდა იყოს ძილის წინ არაუგვიანეს 3 საათისა. მაგრამ დღის განმავლობაში ჭამაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს – შეგიძლიათ მიირთვათ რამდენჯერაც გსურთ.
ბრინჯი, წიწიბურა და სხვა მარცვლეული კარგია მარილის გარეშე, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ სანელებლებით ან სოიოს სოუსით.
თუ ტკბილეულის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ ჩვეულებრივი შოკოლადები და ეკლერები მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ორთქლზე მოხარშული დესერტებით – მაგალითად, სცადეთ თაფლით და თხილით გამომცხვარი ვაშლი ან მსხალი.
ორთქლის დიეტის მენიუ შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
საუზმეზე - ორთქლზე მოხარშული შვრიის ფაფა. აიღეთ 100 გრამი შვრიის ფანტელი, 100 გრამი გაყინული სიმინდი, დაუმატეთ 100 მლ. წყალი და 200 მლ. რძე, ჯერ რძე გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. შვრიის ფაფისა და სიმინდის ნარევს დაუმატეთ რძის და წყლის პირველი ნაწილი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით. აურიეთ, ორმაგ ქვაბში მოხარშეთ 30 წუთი, როცა ფაფა თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ დარჩენილი 100 მლ. რძე.
ლანჩზე - ბოსტნეულის ჩაშუშული და წვნიანი. ჩაშუშვისთვის აიღეთ პომიდორი, ორიოდე კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო მეოთხედი თავი, ერთი ხახვი. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და სანელებლები, მოათავსეთ კონტეინერში, დააფარეთ ფოლგა და მოხარშეთ ორმაგ ქვაბში 50 წუთის განმავლობაში. სუპისთვის საჭიროა გოგრა -500 გრამი, ერთი კარტოფილი, წინასწარ მოხარშული ლიტრი ქათმის ბულიონი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი. გაფცქვენით და დაჭერით კარტოფილი, ასევე გოგრა, ჩადგით ორმაგ ქვაბში, მოხარშეთ 25 წუთის განმავლობაში. ჩაასხით გაცხელებული ქათმის ბულიონი კარტოფილის და გოგრის მორევის დროს, სანამ პიურეს არ მიიღებთ. დაამატეთ მარილი, სანელებლები გემოვნებით და არაჟანი.
სადილისთვის - ორთქლზე მოხარშული ქათმის მკერდი ბოსტნეულით. აიღეთ 300 გრამი ქათმის მკერდი, სამი თავი ხახვი, ორი სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახურის ყუნწი. ბოსტნეული დავჭრათ თხელ ნაჭრებად, გარდა კუბიკებად დაჭრილი ნიახურისა. მკერდიც დავჭრათ ნაჭრებად, მკერდი და ბოსტნეული მოვათავსოთ ფენებად კონტეინერში, მარილი და პილპილი გემოვნებით, დავასხათ 250 მლ წყალი, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, მაგრამ ამის გარეშეც შეგიძლიათ. მოხარშეთ ორთქლზე ერთი საათით.
გოგო, რომელმაც 103 კილოგრამი დაიკლო - როგორ მოახერხა ლიკა ბიბიჩაძემ ზედმეტი წონის მოშორება
კვერცხის 4-კვირიანი დიეტა, რომელიც წონის კლებაში საგრძნობლად დაგეხმარებათ