წიგნი „მეომრის დიეტა“ პირველად 2002 წელს გამოიცა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. წიგნი მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბეჭდა და დებატების საგანიც მრავალჯერ გახდა.
წიგნის ავტორი, ორი ჰოფმეკლერი, ოდესღაც ისრაელის სპეცრაზმში მსახურობდა, სადაც დიდ დროს უთმობდა კვების, ფიზიოლოგიის, ბიოქიმიისა და სამხედრო ისტორიის შესწავლას. ჰოფმეკლერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დიეტას შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა, ცხიმების ეფექტური წვა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება.
მეომრის დიეტა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა აქტიური ცხოვრების წესები უნდა დაიცვას. ავტორი ხალხს ყოველდღიური ვარჯიშისკენ არ მოუწოდებს, მაგრამ ურჩევს, უარი თქვან ტრანსპორტზე და მეტი ისეირნონ ფეხით.
ჰოფმეკლერის წესების მიხედვით, საუზმისა და ლანჩის დავიწყება მოგიწევთ, თუმცა საღამოს შეძლებთ, რომ გულიანად ივახშმოთ. დიეტაზე ყოფნის დროს საჭიროა, რომ 20 საათი იშიმშილოთ, შემდეგ კი 4 საათის განმავლობაში იმდენი ჭამოთ, რამდენიც მოგესურვებათ.
შიმშილის პერიოდის დროს დასაშვებია ახლად გამოწურული წვენების დალევა ან ახალი ხილის, ბოსტნეულის, თხილის ჭამა. საღამოს იწყება გადაჭარბებული კვების ფაზა. ამ დროს შეგიძლიათ მიირთვათ თითქმის ყველაფერი, მაგრამ გარკვეული თანმიმდევრობით: ჯერ ბოჭკოვანი (ბოსტნეული), შემდეგ ცილები და ცხიმები და ბოლოს ნახშირწყლები.
თქვენი ვახშამი "მეომრის დიეტის" დაცვის დროს დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ნამდვილი მეომრის ვახშმისგან. ცხადია, ლეგიონერები და სამურაები არ ჭამდნენ პიცას და ფუნთუშებს ძილის წინ. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ნატურალურ და მარტივ საკვებს: ხორცს, ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულსა და თხილს.
წიგნის ავტორი "მეომრების დიეტის" მთავარ უპირატესობად ძლიერ დეტოქსიკაციას და ცხიმების ეფექტურ წვას მიიჩნევს.
„სასწაულმოქმედი სასმელი“ - დიეტა, რომელიც ჭარბ წონას სამუდამოდ დაგავიწყებთ
ჭამთ ყველაფერს და ნებისმიერი რაოდენობით - ლეგენდარული ქეით მოსის დიეტა, რომლითაც მოდელი 21 დღეში 5 კილოგრამამდე იკლებს
დიეტოლოგების ახალი აღმოჩენა! -შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი, თევზი, ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი... - ორთქლის დიეტა ჭარბ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა