ყინულის დიეტა გამოიგონა პეტა ბიმ, სილამაზისა და ჯანმრთელობის ექსპერტმა დიდი ბრიტანეთიდან.
ბის ყინულის დიეტა აქცენტს აკეთებს არა დიეტაზე, არამედ საყოფაცხოვრებო ცვლილებებზე და ახალი კარგი ჩვევების გამომუშავებაზე.
პეტა ბიის თქმით, ყინულის დიეტის 6 კვირის განმავლობაში დაცვა საკმარისია იმისათვის, რომ ცხიმმა თეთრიდან ყავისფერიდან გადაგვარება დაიწყოს, მეტაბოლური პროცესები შეიცვალოს და მუდმივი გადახურებით გამოფიტულმა ორგანოებმა სწორად დაიწყონ მუშაობა.
ტემპერატურის განზრახ დაწევას შეუძლია კვირაში დამატებით 2100-დან 2800 კკალ-მდე დაწვა.
ყინულის დიეტის 5 ძირითადი წესი:
წლის ნებისმიერ დროს ჩაიცვით მაქსიმალურად თხლად. თანდათან მიეჩვიეთ მსუბუქად ჩაცმას გრილ დღეებშიც კი. ოფისებში და სახლში, არ შეგეშინდეთ კონდიციონერის 18-20 გრადუსზე დაყენება.
დაიძინეთ გრილ ოთახში და უარი თქვით სქელ საბნებზე. ეს გადალახავს იმ ეფექტს, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ "ტემპერატურულ ერთფეროვნებას".
საფუძვლიანად გაანიავეთ ოთახი დღეში რამდენჯერმე, ეს გააგრილებს ტემპერატურას და დაგიცავთ ოთახში დაგროვებული მავნე ტოქსინებისგან.
მიეჩვიეთ ცივი შხაპის მიღებას, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა წონის დასაკლებად.
დაიწყეთ დღე სეირნობით და დარჩით გარეთ რაც შეიძლება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ რომ თბილად ჩაცმა თქვენს ორგანიზმს ჭარბი წონის დაკლებაში ხელს შეუშლის.
შეაჩერეთ დაბერება! – ყინული იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად
გაყინული კიტრი - შეშუპებასთან და აკნესთან საბრძოლველი უტყუარი მეთოდი
ვჭამთ ტკბილეულს და ვიკლებთ წონაში - 5 სუპერ მარტივი და ჯანსაღი დესერტის რეცეპტი