კიტრი ბოლო დროს სოციალური ქსელების დიდ ტენდენციად იქცა. მაგრამ თვალის ქვეშ არსებული შავი წრეების გაქრობის საშუალების ნაცვლად, ის შეშუპებასთან ბრძოლის უტყუარ მეთოდად გადაიქცა.
ამ სილამაზის ხრიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლები ატენიანებენ სახეს გაყინული კიტრით შეშუპების მოსახსნელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყენებენ გუაშის ან სახის მასაჟორის ალტერნატივად, რომლითაც შეგიძლიათ მიზანმიმართულად დაამუშაოთ ცალკეული ადგილები. მაგალითად, ცხვირის სინუსები ან სახის ოვალური ნაწილი. ამისთვის, კიტრს წრეებად კი არ ჭრიან, არამედ შუაზე ჭრიან და საყინულეში აციებენ. შემდეგ კი ყინულებიან ბოსტნეულს შეშუპებულ ადგილებში ისვამენ.
კიტრი მდიდარია ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ატენიანებს კანს, ეხმარება აკნესადმი მიდრეკილ სახის ქსოვილს და ამშვიდებს ნებისმიერ გაღიზიანებას ან ანთებას. ეს მარტივი ტენდენცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ უარი თქვან ქიმიურ ინგრედიენტებზე.
7 კომპონენტი, რომლებსაც თქვენი კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს
თმის სწრაფად გასაზრდელი ნიღბის ყველაზე მარტივი, ეფექტური და ნაცადი რეცეპტი
მითია თუ რეალობა, რომ წყალი წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა - გაიგეთ სიმართლე წონის კლების შესახებ