ფსიქოანალიტიკოსი და კვებითი ქცევის სპეციალისტი გიორგი ჭანტურია "დილის პალიტრის" ეთერში ჯანსაღი კვების, დიეტისა და ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს:
„ჯანმრთელობისთვის აუცილებლობის შემთხვევაში დიეტა უნდა დაიცვას ყველა ადამიანმა, მაგრამ კონკრეტული მიზნისთვის, კაბის ჩაცმისთვის, ზღვის სეზონისთვის და ა.შ. ყოველი დიეტა არის წარუმატებელი, რადგან არის მოკლევადიანი და როდესაც იცავთ დიეტას, დაიკლებთ 5 კილოგრამს, აუცილებლად მოიმატებთ მას. ამ დროს თქვენი შინაგანი განცდებიც მძაფრდება და თავს უფრო ცუდად იგრძნობთ.
როდესაც დიეტის დაცვას იწყებთ, უნდა გქონდეთ მოტივი. დაუშვებელია შიმშილობა. ყველაზე ხშირად ზაფხულში ხდება ეს, ადამიანები გადადიან მხოლოდ წყალსა და პურზე, რაც იწვევს აგრესიას, ჯანმრთელობის პრობლემებს და ანგრევს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს.
დიეტა, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებლად უნდა იქცეს ხანგრძლივ მოტივად. რამდენიმეთვიანი ან დღიანი დიეტის დაცვა არ შეიძლება“, - ამბობს ჭანტურია.
3 მარტივი წესი მათთვის, ვისაც წონაში კლება სურს - გარანტირებული შედეგი!
3 უმარტივესად მოსამზადებელი სასმელი წონის კლებისთვის - შედეგი გარანტირებულია!
ცხიმიანი საკვების მიღება წონის მატებას არ იწვევს! - 4 ყველაზე გავრცელებული მითი ცხიმების შესახებ, რომლებიც ახლავე უნდა დაივიწყოთ