5-საფეხურიანი გამწმენდი დიეტა - მინუს 5 კილოგრამი - Marao

5-საფეხურიანი გამწმენდი დიეტა - მინუს 5 კილოგრამი

2014-12-17 13:00:00+04:00

ახალი მეთოდით თვეში 3-5 კილოს დაკლებას შეძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წონას დიეტის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებთ და არც ჯანმრთელობას დაიავადებთ.

საფეხურების დიეტა ძალიან მარტივია, - 5 დღე, 5 საფეხური, ყოველდღე ახალი საფეხური.

პირველი დღე - გაწმენდა

პირველი დღე ორგანიზმის გაწმენდას უნდა მოანდომოთ, რასაც შესაძლოა 1-2 კილოს დაკლებაც მოჰყვეს.

მეორე დღე - აღდგენა

ამ ეტაპზე კუჭის ნორმალური მუშაობა უნდა აღდგეს. გაანებივრეთ თქვენი ორგანიზმი მაწვნითა და იოგურტით და გაწმენდის შემდეგ კუჭ-ნაწლავის მუშაობა უკეთესი გახდება. ამ დღესაც შეიძლება 1-2 კილო დაიკლოთ.

მესამე დღე - ენერგიული

საფეხურის ყველზე გემრიელი და სასიამოვნო დღე. გაამდიდრეთ რაციონი თაფლითა და ქიშმიშით. ამ ტკბილ დღეს შეიძლება 0,5-დან 1 კილომდე დაიკლოთ.

მეოთხე დღე - მშენებელი

ორგანიზმს ცხიმის უჯრედების დაწვასა და კუნთის გამაგრებაში უნდა დავეხმაროთ. ამ დღეს შეიძლება 700 გრამი დაიკლოთ.

მეხუთე დღე - ცხიმის წვა

ესეც მეხუთე, დამამთავრებელი საფეხური. უჯრედისი ახშობს შიმშილის გრძნობას და გახდომას უწყობს ხელს. მის გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება და მის გამოსამუშავებლად ორგანიზმი კიდევ 1-2,5 კილოს მოიკლებს.

საფეხურის დიეტა

პირველი დღე: უნდა შეჭამოთ 1 კილო ვაშლი; დალიოთ 1 ლიტრი წყალი და 6-8 აბი აქტივირებული ნახშირი (თითო აბი ყოველ 2 საათში).

მეორე დღე: უნდა შეჭამოთ 600 გრამი უცხიმო ხაჭო. დალიოთ 1 ლიტრი მაწონი ან კეფირი. აგრეთვე 1 ლიტრი მინერალური, გაზგაშვებული წყალი.

მესამე დღე: 2 სადილის კოვზი თაფლი, 300 გრამი ქიშმიში, ჩირის უშაქრო კომპოტი, დალიეთ 1 ლიტრი წყალი.

მეოთხე დღე: 500 გრამი მოხარშული ქათმის (ინდაურის) ხორცი, მწვანილი, დალიეთ 1 ლიტრი წყალი.

მეხუთე დღე: მიირთვით უმი ბოსტნეულის სალათა და ხილი, განუსაზღვრელი რაოდენობით, აგრეთვე 200 გრამი შვრიის ფანტელის წყალზე მოხარშული ფაფა, დალიეთ 1 ლიტრი წყალი.

ჩაიხედეთ სარკეში, აიწონეთ და აღმოაჩენთ, რომ საფეხურის სათავეში გამხდარი და გაახალგაზრდავებული დგახართ.

საფეხურის დიეტა სასარგებლო და მარტივია. მისი გაკეთება ყოველთვიურადაც შეგიძლიათ, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნაა, ასეთ გამწმენდ-აღმდგენ პროცედურას თვეში ერთჯერზე მეტად ნუ გაიკეთებთ.

იყავით ჯანმრთელები!

ასევე იხილეთ:

ეფექტური დიეტა – 4 დღეში მინუს 4 კგ

კუჭ-ნაწლავის "დასაგველი" სალათა – 2 დღეში მინუს 2,5 კგ. დიეტის გარეშე!