კიბოს 15 სიმპტომი, რომელსაც ქალი აიგნორებს - Marao

კიბოს 15 სიმპტომი, რომელსაც ქალი აიგნორებს

2017-10-14 12:23:07+04:00

კიბო - ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დააკვირდით სიმპტომებს, რათა თავიდან აიცილოთ იგი.

1. გადაღლილობა - თუ მუდმივად დაღლილი ხართ, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი.

2. წონის კლება - თუ დიეტაზე არ ხართ, წონაში კი საგრძნობლად დაიკელით, გაესინჯეთ ექიმს. ეს შეიძლება ფილტვის დაავადების სიმპტომი იყოს.

3. გაურკვეველი ტკივილი - საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას.

4. ციებ-ცხელება - გჭირდებათ გამოკვლევა, რათა დადგინდეს მიზეზი.

5. გულძმარვა - სტრესი და ალკოჰოლი/კუჭის გადატვირთვა. აკონტროლეთ რაციონი, რათა გულძმარვა დაძლიოთ.

6. ხველება - თუ ხანგრძლივი მწეველი ხართ, გაისინჯეთ ფილტვები.

7. ცვლილება ლიმფურ ჯირკვლებში - შეიძლება ინფექციით იყოს გამოწვეული, მაგრამ საჭიროებს გადამოწმებას.

8. ცვლილება კანზე - ან ხალის ფერის, ფორმის შეცვლა საჭიროებს გამოკვლევას.

9. სიმაგრე მკერდში - სიმაგრე მკერდში ყოველთვის კიბოს არ ნიშნავს, მაგრამ შემოწმება აუცილებელია.

10. ცვლილება პირის გარშემო - მკვეთრი წითელი ან თეთრი ლაქები საეჭვო სიმპტომია.

11. ყლაპვის გართულება - თუ ახლავს გულისრევა ან წონის კლება საშიშია.

12. სისხლდენა ციკლის შუალედში - გაესინჯეთ გინეკოლოგს.

13. შებერილობა - გაიკეთეთ სისხლის ანალიზი, შეიძლება საკვერცხეების დაავადებაზე მიუთითებდეს.

14. სისხლი განავალში ან შარდში - სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს, ჩააბარეთ ანალიზები.

15. ცვლილება შარდვისას - უმნიშვნელო ცვლილებამაც კი უნდა დაგაეჭვოთ და მიგიყვანოთ გასასინჯათ.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ჯანმრთელობას გისურვებთ!

იხილეთ: როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან სახლში, როცა ოჯახის წევრები ავად არიან