1. მუცლის შებერილობისას
თუ მეტეორიზმით იტანჯებით, აქტივირებული ნახშირი გიშველით. თუ მას ჭამამდე მიიღებთ, მუცლის შებერილობა საგრძნობლად შემცირდება.
2. მომატებული ქოლესტერინის დროს
თუ ქოლესტერინის დონე მომატებული გაქვთ, ფრთხილად იყავით, ის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს ზრდის. ამ შემთხვევაშიც გააქტიურებული ნახშირი უნდა მიიღოთ. ოღონდ ექიმთან შეათახმეთ თქვენთვის სასურველი დოზა.
3. ჯანმრთელი თირკმელები
ღვიძლთან ერთად თირკმლებიც ორგანიზმის გამწმენდ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ თუ იკვებებით შაქრით, მარილით, ცილოვანი, ცხიმოვანი საკვებითა და კონსერვანტებით, თირკმელებს საფრთხეს უქმნით. ნახშირის ტაბლეტები ამ შემთხვევაშიც გიშველით.
4. მოწამვლის დროს
საკვებით მოწამვლისგან დაზღვეული არავინაა. პირველივე სიმპტომისას მიიღეთ აქტივირებული ნახშირი. იგი სწრაფად გაანეიტრალებს ტოქსინებს.
5. ჯანმრთელი კანის საიდუმლო
ცხიმი და ჭუჭყი კანის ფორებში ჯდება და აბერებს მას. აქტივირებული ნახშირი მაგნიტივით იზიდავს ფორებიდან ცხიმსა და ჭუჭყს და კანი რბილი და სუფთა რჩება.
6. ლამაზი თმა
იგივე ცხიმი და ჭუჭყი თმის ფოლეკულებში ჯდება. აქტივირებული ნახშირი გაგისუფთავებთ მათ და თმა აბრეშუმივით ბზინვარებას დაიბრუნებს. ამასთანავე, შამპუნი მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება, აქტივირებული ნახშირი კი 100 პროცენტით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
7. კბილების გათეთრება
თუ გსურთ, "ჰოლივუდის ღიმილი" გქონდეთ, კვირაში 2-3-ჯერ აქტივირებული ნახშირით გაიხეხეთ კბილები. იგი აკურატულად გაასუფთავებს კბილის ემალს და ზიანს არ მიაყენებს მას.
8. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
აქტივირებული ნახშირი დაარეგულირებს პირის ღრუს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ამასთანავე, აქტივირებული ნახშირის ნაყენის გამოვლებით კბილებიდან და ღრძილებიდან მოაშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც მათ დაზიანებას იწვევენ.
9. დაბერების პროფილაქტიკა
აქტივირებული ნახშირი სასარგებლოა არამარტო კანის, თმისა და კბილებისთვის. მას შეუძლია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და წიდების გამოდევნა, რომლებიც აზიანებენ ორგანიზმს და აბერებენ მას.
10. ნაბახუსევის პროფილაქტიკა
ნაბახუსევის სინდრომს სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგიხსნით აქტივირებული ნახშირი, რომელსაც დალევამდე მიიღებთ. ქეიფიდან მეორე დღეს კი უდარდელად გაიღვიძებთ.
11. კუჭ-ნაწლავის სისტემის გაწმენდა
პესტიციდები ხილსა და ბოსტნეულში, ზრდის ჰორმონები ხორცში, ქიმია სასმელ წყალში... უკიდურესად ტოქსიკურ პირობებში ვცხოვრობთ. ყველა სიბინძურე ორგანიზმში გროვდება. მას კი რეგულარული გაწმენდა სჭირდება და ამაშიც აქტივირებული ნახშირი დაგეხმარებათ.
მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ
აქტივირებული ნახშირი: ვიკლებთ წონაში, ვწმენდთ კანს, ვათეთრებთ კბილებს