"საქართველოში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება შესაძლოა, არც მოხდეს" - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ინფიცირებულთან მუშაობს

"საქართველოში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება შესაძლოა, არც მოხდეს" - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ინფიცირებულთან მუშაობს
საფ­რან­გეთ­ში, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი­სა და ლე­ტა­ლო­ბის მხრივ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა უკვე 8000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ქარ­თველ ექიმს, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ეკა ჩაკ­ვე­ტა­ძეს, რო­მე­ლიც 17 წე­ლია საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ახლა იგი ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­დღი­უ­რად ასე­უ­ლო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან უწევს შე­ხე­ბა და რო­გორც ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს, უკვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­შიც.



- უპირ­ვე­ლე­სად, და­ვი­წყოთ საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვით. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით და რა სი­ტუ­ა­ცი­აა იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში,
სა­დაც თქვენ მუ­შა­ობთ?

- საფ­რან­გე­თი ახლა არის პი­კის პე­რი­ოდ­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახლა ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ალ­ბათ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და შემ­დეგ იმე­დია, რომ კლე­ბას და­ი­წყებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბის თა­ნახ­მად, პი­კის პე­რი­ო­დი კი­დევ ერთი კვი­რა გაგ­რძელ­დე­ბა.
სა­დაც მე ვმუ­შა­ობ, ეს არის 350-სა­წო­ლი­ა­ნი მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც გა­და­კეთ­და და მთლი­ა­ნად მო­ერ­გო ახალ გა­მოწ­ვე­ვას. 250 სა­წო­ლი სულ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს და­ეთ­მო. 250-დან 200 თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ნა­წი­ლია, სა­დაც არი­ან მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი, მაგ­რამ მათ მარ­თვი­თი სუნ­თქვა არ სჭირ­დე­ბათ, ხოლო 50 სა­წო­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბაა, სა­დაც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზეა.

ჩვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს გვერ­დით არის კერ­ძო კლი­ნი­კა და უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კერ­ძო სექ­ტო­რის ძა­ლი­ან დიდი სო­ლი­და­რო­ბაა საფ­რან­გეთ­ში. კერ­ძო კლი­ნი­კებ­მა ყვე­ლა გეგ­მი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო აქ­ტი­ვო­ბა გა­და­დეს და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მთლი­ა­ნად კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს. ნა­კა­დე­ბი ნა­წილ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის. რაც ეპი­დე­მია და­ი­წყო, უკვე 500-მდე პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. აქე­დან დიდი ნა­წი­ლი გა­ე­წე­რა. თუმ­ცა ლე­ტა­ლო­ბე­ბიც იყო.. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93