რა უნდა ჭამოთ შეკრულობის საწინააღმდეგოდ - Marao

რა უნდა ჭამოთ შეკრულობის საწინააღმდეგოდ

2020-04-27 13:18:32+04:00


თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.

ბროკოლი - მდიდარია ბოჭკოებით, C და K ვიტამინებით. ნაწლავური ფუნქციის დასარეგულირებლად საჭიროა მისი ყოველდღიურად ჩართვა საკვებ რაციონში.

11 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბროკოლი ხშირად

ვაშლი - ძველი ინგლისური ანდაზის თანახმად, ყოველდღიურად ერთი ვაშლის ჭამა ექიმებისგან განრიდების საუკეთესო საშუალებაა. ამ აზრს ბევრი სპეციალისტი იზიარებს, რადგან ვაშლი მდიდარია პექტინით, სპეციალური ბოჭკოთი, რომელიც ნაწლავებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.

ისპანახი - ორგანიზმს ავსებს საკვები ნივთიერებებით, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, სასარგებლოა არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი, არამედ სხვა სისტემებისთვისაც.

წყარო: mkurnali.ge