ნორმალურად ფუნქციონირებადი იმუნური სისტემა თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია. გთავაზობთ 5 გზას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენს იმუნიტეტსა და ორგანიზმზე ზრუნვას.
1. ყურადღება მიაქციეთ თქვენს დიეტას
ჩვენს ნაწლავს აქვს საკუთარი იმუნური სისტემა, რომელიც შეადგენს მთელი ორგანიზმის იმუნური სისტემის 70-80%-ს. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ რაც უფრო ჯანმრთელია თქვენი ნაწლავის მიკრობიომი და ნორმალურად მიმდინარეობს საჭმლის მონელების პროცესი, მით უკეთესია თქვენი იმუნიტეტი.
„არასათანადო კვება ხშირად იწვევს ანთებას, ამცირებს იმუნიტეტს“, ამბობს ბრიტანელი ნატუროპატი და დიეტოლოგი როზმარი ფერგიუსონი. საბედნიეროდ, მცირე პოზიტიურმა ცვლილებებმაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს გრძნობებზე. „ადრე გვეგონა, რომ მიკრობიომის გამოჯანმრთელებას თვეები დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ თუ დიეტას შეცვლით, შედეგს რამდენიმე დღეში შეამჩნევთ“, - ამბობს ფერგიუსონი.
სპეციალისტი ღვიძლის გასაწმენდად ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის, იერუსალიმის არტიშოკის და ბოლოკის დამატებას გვთავაზობს; ნიორი და ხახვი კარგია ბაქტერიების ზრდის სტიმულირებისთვის, ლობიო, პარკოსნები და ოსპი მსხვილ ნაწლავში ბიფიდობაქტერიების ზრდისთვის.
2. მიიღეთ ვიტამინები
ყველამ ვიცით, რომ ვიტამინი C კარგია იმუნიტეტისთვის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად ბევრად უფრო ძლიერ ეფექტს იძლევა. ვიტამინი C თავისთავად ხელს უწყობს ინფექციებისგან დაცვას, მაგრამ თუთიასთან ერთად ის ასტიმულირებს ახალი იმუნური უჯრედების გამომუშავებას. დაამატეთ რკინა ხორციდან, თევზიდან და პარკოსნებიდან თქვენს დიეტაში. A ვიტამინის დამატებითი დოზით (რომელიც გვხვდება კვერცხში, სტაფილოში და ტკბილ კარტოფილში), მიიღებთ T უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ვირუსებსა და ბაქტერიებს.
3. სისხლის მიმოქცევის სტიმულირება
„ლიმფური სისტემა უზრუნველყოფს დეტოქსიკაციას და ებრძვის ინფექციას“, - ამბობს ჩინელი მედიცინის პრაქტიკოსი კეტი ბრინდლი. ”მაგრამ, სისხლის მიმოქცევის სისტემისგან განსხვავებით, ის თავისთავად ვერ მოძრაობს - მას მოძრაობაში დახმარება სჭირდება.” თუ მთელი დღე დივანზე წევხართ და უყურებთ Netflix-ს, ლიმფა ძალიან ცოტათი მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია მავნე ტოქსინების ამოღება. ბრინდლი გვირჩევს ნაზი მოძრაობებს, როგორიცაა იოგა ან ციგონგი ლიმფის ნაკადის სტიმულირებისთვის.
4. აკონტროლეთ მაგნიუმის დონე
მაგნიუმს შეუძლია კუნთების მოდუნება, სტრესის მოხსნა და ძილის გაუმჯობესება. ეფექტურია არა მხოლოდ დიეტური დანამატების სახით, მაგალითად, ეფსომის/მაგნიუმის მარილის აბაზანები ეფექტურად ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს და ავსებს ორგანიზმში მინერალების დეფიციტს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს, რომ ადამიანების 80 პროცენტს მაგნიუმის დეფიციტი აქვს. სტრესი, კოფეინი, შაქარი და ალკოჰოლი მნიშვნელოვნად ამცირებს მინერალის დონეს ორგანიზმში.
5. ივარჯიშეთ
მედიტაცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რელაქსაცია, მას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ჯანმრთელობა და მეცნიერულად დადასტურდა, რომ ის უკიდურესად სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ მედიტაცია გავლენას ახდენს სტრესთან, ანთებასთან და ჭრილობების შეხორცებასთან დაკავშირებულ გენებზე, რომლებიც იმუნიტეტის გასაღებია.
თუ თქვენ შეშუპებული ან ვარიკოზული ვენები გაწუხებთ, ფერადი წინდები აუცილებლად დაგეხმარებათ
ვაშლის ძმარი - ცელულიტის, ქერტლისა და მზის დამწვრობის სამკურნალო საუკეთესო საშუალება