ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის ეფექტური და რეკომენდებულია ნიღაბი ნუშის ეთერზეთის დამატებით.
ნუში ითვლება თხილად. ფაქტობრივად, ის თესლია. ნუშის ზეთოვანი ბაზა დაახლოებით 50%-ია და სწორედ მისგან მზადდება ნუშის ეთერზეთი. ამ ზეთს აქვს უამრავი სასარგებლო თვისება, რომელიც გამოიყენება როგორც არომათერაპიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში.
ნუშის ეთერზეთი გამოიყენება არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნებისთვის. უფრო მეტიც, ეს მიზნები უნივერსალურია, ნუშის ეთერზეთი კარგ გავლენას ახდენს სახის, სხეულისა და თმის კანზე. ასევე უნივერსალურია კანის ტიპებისთვის, ეთერზეთი არის თითოეული მათგანისთვის შესაფერისი. ნებისმიერი სხვა ზეთის მსგავსად, ნუშის ეთერზეთი ეხმარება კანს, არბილებს მას, კვებავს და აცხრობს ანთებას.
კოსმეტოლოგიაში გამოიყენება როგორც სუფთა ნუშის ზეთი, ასევე ნუშის ეთერზეთი. განსხვავება მდგომარეობს თითოეული მათგანის თანმიმდევრულობაში. გახსოვდეთ, რომ ზეთები თავისთავად არ ატენიანებს კანს, მათ შეუძლიათ მხოლოდ ტენის შენარჩუნება კანში. ამიტომ წასმისას და კანის დატენიანების სურვილის შემთხვევაში ნუშის ეთერზეთიანი კოსმეტიკა უნდა წაისვათ სველ კანზე.
ნორმალურ, მშრალ, მოშვებულ და დაღლილ კანს აუცილებლად სჭირდება ნუშის ეთერზეთის გამაცოცხლებელი თვისებები. ერთ სუფრის კოვზ ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთს დაუმატეთ 2 წვეთი ნუშის, ლავანდის, პაჩულის და ვარდის ხის ეთერზეთები. ყოველ საღამოს შეიზილეთ კანში ეს კომპოზიცია და ცვლილებებს მალევე შეამჩნევთ.
ნებისმიერი ტიპის კანისთვის შესაფერისია სახის ნიღაბი ნუშის ეთერზეთის დამატებით. მის მოსამზადებლად საჭიროა 2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი, რომელსაც უნდა დაუმატოთ 2-3 წვეთი ნუშის, ლიმონის და როზმარინის ეთერზეთები. წაისვით ნიღაბი სახეზე და ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.
მშრალი და ნორმალური კანის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიღაბი: გახეხეთ კვერცხის გული, დაამატეთ 1 ჩ.კ. წყალი და 2-3 წვეთი ნუშის ეთერზეთი და მიღებული ნაზავი წაისვით კანზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნაოჭების გასუფთავებაში, განსაკუთრებით, თვალების ირგვლივ, დაგეხმარებათ ნებისმიერი მცენარეული ზეთის წასმა, თუმცა 3-4 წვეთი ნუშის ეთერზეთის დამატებით. ის უნდა წაისვათ თითებით, თვალის ხაზების გასწვრივ.
კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნიღბის რეცეპტი: დაასველეთ ბამბის ხელსახოცი ცხელ წყალში, გაწურეთ და წაისვით 1 ს/კ. მცენარეული ზეთი 2-3 წვეთი ნუშის ეთერზეთთან ერთად, დაიფინეთ ხელსახოცი სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
ნუშის ეთერზეთი დაგეხმარებათ ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგ "სტრიების" მოცილებაში. ამისთვის ორსულობის მეორე ნახევარში რეგულარულად შეიზილეთ თეძოებსა და მუცელზე შემდეგი ნარევი: 100 მლ ნებისმიერი მცენარეული ზეთისთვის საჭიროა 4 წვეთი ნუშის, ნეროლის, მანდარინის და ლავანდის ეთერზეთები.
ასევე, ნუშის ეთერზეთი ეფექტურად ებრძვის თმის ზრდის პრობლემებს, წამწამებს და წარბებს. თუ მშრალი თმა გაქვთ, მაშინ თმის დაბანის შემდეგ შეიზილეთ ნუშის ეთერზეთის ნარევი პაჩულის, ლავანდის ან ილანგ-ილანგის ზეთით, თითო 2 წვეთი და განაზავეთ ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთით.
ნუშის ეთერზეთი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს არომათერაპიისთვის. ამ ზეთის სულ რაღაც 1-2 წვეთი დაუმატეთ აბაზანის კრემებს ან მასაჟის დროს გამოიყენეთ. თქვენ არა მხოლოდ დატკბებით ნუშის დაუვიწყარი არომატით, არამედ გაახალისებთ სხეულს და დაისვენეთ, რადგან ნუშის ეთერზეთი დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაშიც.
ნივრის სასარგებლო თვისებები, რომელთა ცოდნაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
7 კომპონენტი, რომლებსაც თქვენი კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს
3 ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა რუჯის დიდი ხნით შესანარჩუნებლად