ღამის განმავლობაში შეგიძლიათ აღიდგინოთ არა მხოლოდ გონებრივი და ფიზიკური ძალა, არამედ კანიც - ამ პროცესს კანის განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სწორედ ღამის ყველაზე ბნელ დროს ხდება უჯრედების რეგენერაციის პროცესი 30-ჯერ უფრო აქტიური, ვიდრე დღის განმავლობაში. სიმშვიდის პირობებში, როცა ნერვულ სისტემას და ტვინს საბოლოოდ ეძლევა დასვენების საშუალება, ეპიდერმისიც იწყებს სწორად განახლებას. არსებობს 7 კომპონენტი, რომელსაც გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ კანის მოვლის პროდუქტის შეძენისას.
იონჯა
სამკურნალო მცენარე იონჯა ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ფარმაკოლოგიაში, კოსმეტიკაში მის ეფექტს ადარებენ რეტინოლს, დაბერების საწინააღმდეგო მთავარ პროდუქტს. ამისთვის მადლობას ვუხდით მცენარის ქიმიურ შემადგენლობას, რადგან ის სავსეა E, A, K ვიტამინებით, ასევე C და B ჯგუფების ვიტამინებითაც. იონჯა აძლიერებს კოლაგენის სინთეზს კანში და ასტიმულირებს უჯრედების აქტივობას მთელი ღამის განმავლობაში.
კერამიდები
კერამიდები ლიპიდური მოლეკულები არიან. ისინი შესანიშნავად აღადგენენ კანის დამცავ ფენას, რომელიც იცავს კანს მასზე მოქმედი გარე ფაქტორებისგან. ეს ნივთიერება ებრძვის ნებისმიერი სახის დაზიანებას და დარღვევას, ამკვრივებს დერმატს და ინარჩუნებს ტენიანობას. ამავდროულად, დილით ქრება შებოჭილობა, სიმშრალე და დაღლილობის შეგრძნება.
ვაშლის პექტინი
პექტინი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომლითაც მდიდარია ვაშლი. ის პასუხისმგებელია ნაყოფის ტენიანობაზე, რის გამოც ნაყოფი მოჭრისთანავე არ შრება. კანის ზედაპირზე ეს კომპონენტი ანალოგიურად მოქმედებს: უზრუნველყოფს ტენიანობას და თითქმის მთლიანად აქრობს პილინგის და მიკრობზარებს ღამით. შემოდგომა/ზამთრის ცივ სეზონში ეს პროდუქტი უბრალოდ შეუცვლელია.
უკვდავი
უკვდავების ექსტრაქტი (უკვდავი) არის ანტიოქსიდანტური თვისებების მთავარი საწყობი კოსმეტიკაში. ისინი კი, როგორც ვიცით, დიდ როლს თამაშობენ ღამით კანის უჯრედების კვებაში. მრავალწლიანი მცენარე შესაფერისია მათთვის, ვისაც აქვს მგრძნობიარე კანი, ყველაფერი კი მისი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებების წყალობით.
ყურძენი
კანის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი კომპონენტი ძირითადად ყურძნიდან მიიღება. ის მოქმედებს კანზე 24 საათის განმავლობაში. რვა საათიანი დასვენებისთვის ის ააქტიურებს ჩვენი კანის დაბერების საწინააღმდეგო ძირითად პროცესებს – იწყებს კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავას გამომუშავებას.
კოლაგენი
კოლაგენი არის კანის სტრუქტურული ცილა. ასაკთან ერთად მას ორგანიზმი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოიმუშავებს და საჭირო ხდება კოლაგენის შემცველი კოსმეტიკა. ღამის კრემში შემავალი კოლაგენი ატენიანებს კანს და აღადგენს მის ელასტიურობას. გარდა ამისა, მას ზოგჯერ შეუძლია მოშუშოს დამწვრობა, ჭრილობები და წყლულები.
ჰიალურონის მჟავა
იმისათვის, რომ აღადგინოთ არა მხოლოდ ძალა, არამედ გარეგნობაც, მოძებნეთ ჰიალურონის მჟავა თქვენს სილამაზის პროდუქტებში. ეს ნივთიერება უხვად არის ჩვენს ლიგატებსა და მყესებში, მაგრამ კანში მისი არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მჟავა „ამაგრებს“ ეპიდერმისის უჯრედებს ერთმანეთთან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და წყლის ბალანსს. კანი იღებს სანუკვარ სიჯანსაღეს
3 ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა რუჯის დიდი ხნით შესანარჩუნებლად
ვაშლის ძმარი - ცელულიტის, ქერტლისა და მზის დამწვრობის სამკურნალო საუკეთესო საშუალება
6 მარტივი ინგრედიენტი, რომელიც ბზინვარე კანისა და თმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ