რეკლამა გვარწმუნებს, რომ კოსმეტიკა რაც უფრო ძვირადღირებულია, უფრო ხარისხიანია. ასეა სინამდვილეში? მოდი, ერთად გავერკვეთ.
"ეს კოსმეტიკა ნატურალური და ჰიპოალერგიულია". "აქტიური ნივთიერებების წყალობით კრემი შედის კანის ქვედა შრეებში და ასწორებს ნაოჭებს". უმრავლესობას სჯერა ასეთი ფრაზების.
მითები
მითი პირველი: ლუქს კლასის კრემები აღწევენ კანის ღრმა შრეებში და ქვემოდან ასწორებენ ნაოჭებს.
სინამდვილეში კანი მხოლოდ ეპიდემიქსში - ზედა შრეში უშვებს ნებისმიერ ინგრედიენტიან კრემს.
მითი მეორე: ძვირადღირებული კრემის წყალბით კანი არ ბერდება.
სინამდვილეში წლების მატებასთან ერთად კანი ცუდად ინარჩუნებს სითხეს, შრება და ნაოჭებიც ამიტომ ჩნდება. კოსმეტიკა (ძვირიც და იაფფასიანიც) მხოლოდ გარეგნულ იერს უნარჩუნებს კანს.
მითი მესამე: ძვირადღირებული კოსმეტიკა ნატურალურია.
სინამდვილეში ასე არაა. თუ შენახვის ვადა ერთ წელზე მეტია, ქიმიური კონსერვანტების გარეშე ვერ გაძლებს.
მითი მეოთხე: მხოლოდ ძვირადღირებულ კრემებშია ეფექტური ინგრედიენტები.
სინამდვილეში ნებისმიერი კრემის ფუძე წყალი და ზეთია. ძვირიანიაც ასე კეთდება და იაფფასიანიც, თუმცა, ახალგაზრდობას ისინი ვერ დაგიბრუნებენ. ასე რომ არ იყოს, აპარატულ კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიას აღარავინ მიაკითხავდა.
მითი მეხუთე: ძვირადღირებული კოსმეტიკის ეფექტურობაზე რეკლამა არ ტყუის.
რეკლამაში გამოთქმულ ნებისმიერ ფრაზას დასტური სჭირდება - ამას კანონი მოითხოვს. მაგრამ სარეკლამო პიარ-მენეჯერებმა ახალ გამოსავალს მიაგნეს. რეკლამაში თუ ვინმე იტყვის, რომ კრემის გამოყენების შემდეგ "საოცარი დატენიანება ვიგრძენი" ან " ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა კანი". ამაზე არავინ შემოგედავებათ.
სიმართლე
კრემის ეფექტურობა მის ფასზე არაა დამოკიდებული. თუ დააკვირდებით, იაფფასიანი და ძვირად ღირებული კრემების ინგრედიენტები იდენტურია.
მთავარია, დაკვირვებით შეისწავლოთ შემადგენლობა, რომ ნაკლებად იყოს ქიმიური ინგრედიენტებით და სილამაზისთვის მავნე ნივთიერებებით გაჯერებული.

რატომაა საზიანო ყოველდღე მაკიაჟის გაკეთება? 5 მიზეზი, რომელიც გაგაოცებს